საცურაო კოსტუმი 30 მლნ დოლარად

საცურაო კოსტუმი 30 მლნ დოლარად

დიზაინერმა სიუზენ როზენმა კომპანია Steinmetz Diamonds-თან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საცურაო კოსტუმი შექმნა.

საცურაო კოსტუმის შესაქმნელად თითქმის საერთოდ არ გამოუყენებიათ ქსოვილი, რადგან ის, ფაქტობრივად, საიუველირო ნაწარმს წარმოადგენს. ამის შესახებ Pravda.ru იტყობინება.

საცურაო კოსტუმის ეს მოდელი ნამდვილი ბრილიანტებისგან არის დამზადებული, რომელთა საერთო წონაც 150 კარატს შეადგენს. კომპლექტი პლატინისგან დამზადებული საკინძებით არის გაფორმებული.

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი საცურაო კოსტუმის მორგების პატივი მოდელსა და მსახიობს მოლი სიმსს ხვდა წილად. სწორედ ამ "კოსტუმში" გამოწყობილი მოდელის ფოტო ამშვენებს ჟურნალ Sports Illustrated-ის გარკანს, რომელიც საცურაო კოსტუმებს ეძღვნება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს