ყოველი მეხუთე დაქორწინებული მოღალატეა

ყოველი მეხუთე დაქორწინებული მოღალატეა

ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, ყოველ მეხუთე დაქორწინებულს გული "სხვისკენ" მიუწევს, "უკანონო" ტრფობის ობიექტი მეტწილად კოლეგა, ან მეგობარი ხდება, - წერს გაზეთი The Daily Mail.

ბრიტანელებმა ასეთი შედეგები 3 ათასი ადამიანის გამოკითხვის შედეგად მიიღეს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან ყოველი მეოთხე დაქორწინებული თავის ბედნიერად არ მიიჩნევს.

50% იმ ადამიანებისა, რომლებსაც მეუღლეებისთვის არასდროს უღალატიათ, აღიარებს, რომ დროდადრო სხვაზე მაინც ფიქრობენ.

კვლევამ აჩვენა, რომ საკუთარ მეორე ნახევარზე შეყვარებულებიც კი განიცდიან სხვისადმი ვნებებს. გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ უყვართ მეუღლეც და სხვაც.

ასევე დადგინდა, რომ გრძნობათა საშუალო ხანგრძლივობა, რომელსაც ფიზიკური, თუ სულიერი ღალატი მოსდევს, სამ წელსა და სამ თვეს შეადგენს. გატაცების ობიექტი კი ყველაზე ხშირად ყოფილი შეყვარებული ხდება.

გამოკითხულთაგან ყოველმა ოცდამეხუთემ განაცხადა, რომ 5 წელზე მეტ ხანს ყოფილა ერთ ადამიანზე შეყვარებული, ხოლო ყოველმა ორმოცდამეათემ აღნიშნა, რომ თავის პარტნიორზე შეყვარებულია, რაც თავი ახსოვს.

როგორც ჩანს, "გარე" ურთიერთობების მხრივ მამაკაცები უფრო აქტიურობენ და ეს კვლევებმაც დაადასტურა: გამოკითხულ მამაკაცთა 22%-მა აღნიშნა, რომ ერთბაშად ორი ქალი უყვარს. მსგავს სიტუაციაში ქალთა მხოლოდ 15%-ია. ამასთან, მამაკაცთა 29% მზადაა თავის მეორე ნახევარს მორიგი გატაცების გამო დასცილდეს. ქალთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 19%-ია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს