აშშ-ში სარეკლამო დაფებზე ობამა ჰიტლერსა და ლენინს გვერდში ამოუყენეს

აშშ-ში სარეკლამო დაფებზე ობამა ჰიტლერსა და ლენინს გვერდში ამოუყენეს

აშშ-ში მოძრაობა Tea Party-ის აქტივისტებმა სარეკლამო დაფებზე პლაკატები გამოფინეს, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰიტლერისა და ლენინის გვერდითაა გამოსახული. პროვოკაციულ პლაკატზე რეაქციამ არ დააყოვნა - მისი შემქმნელები აგრესიასა და ორგანიზაციის სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულეს.

როგორც მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, პლაკატით მათ სურდათ საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ განვითარების სოციალისტური გზა, რომელსაც ობამა ადგას, საკმაოდ საშიშია.

პლაკატზე გამოსახული ყოველ პოლიტიკურ ფიგურას წარწერა აქვს, რომელიც სოციალიზმის მისეულ მიმართულებას აღწერს: ლენინს - მარქსისტული, ჰიტლერს - ნაციონალური, ობამას - დემოკრატიული.

მეისონ-სითიში წინა კვირას გამოფენილმა პლაკატებმა ნეგატიური რეაქცია არა მარტო Tea Party-ის მოწინააღმდეგეებში, მოძრაობის შიგნითაც გამოიწვია. მათი თქმით, ობამას შედარება ნაცისტთა ლიდერთან არ შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ პლაკატების ჩამოხსნას არავინ ჩქარობს. ბილბორდები კომპანია Waitt Outdoor-ს ეკუთვნის, რომლის დირექტორი სიტყვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, პრობლემას ვერ ხედავს და არც ჩამოხსნას აპირებს.  

ამ ამბავთან დაკავშირებით თეთრ სახლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს