საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა

საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი სკანდინავიურ ქვეყნებში ცხოვრობს, ირწმუნებიან სოციოლოგები. ორგანიზაცია Gallup-მა გამოკითხვა მთელ მსოფლიოში ჩაატარა და დაასკვნა, რომ ყველაზე ბედნიერად თავს დანიის მოსახლეობა მიიჩნევს.

პირველ ხუთეულში არიან ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები. როგორც ჟურნალი Forbes-ი წერს, ამ ქვეყნებში ადამიანთა კეთილდღეობისთვის საკმაოდ კარგი პირობებია შექმნილი.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ დანიაში მოსახლეობის 82% თავს ბედნიერად მიიჩნევს, 17%-ს პრობლემები აწუხებს და მხოლოდ 1% აღიარებს, რომ უბედურია. ამ ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი 7,9 ქულით განისაზღვრა.

მეორე პოზიციაზე მყოფ ფინეთში მოსახლეობის 75%-ია ბედნიერი, 23%-ს პრობლემები აქვს, და მხოლოდ 2%-ია უბედური. დანიის საშუალო ინდექსი 7,8 ქულაა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნორვეგიაში თითქმის არავინაა დამწუხრებული, თუმცა თავს ბედნიერად მხოლოდ 69% მიიჩნევს (7,9 ქულა). თითო პროცენტით ნაკლები მაჩვენებელი აქვთ ნიდერლანდებსა და შვედეთს (7,7 და 7,9 ქულა).

155 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში საქართველო 115-ე პოზიციას იკავებს. ჩვენთან გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ია ბედნიერი, 56%-ს - პრობლემები აქვს, 35% კი თავს უბედურ ადამიანად მიიჩნევს. საქართველოს ამ მაჩვენებლებით 6,2 ქულა ერგო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალოა: რუსეთი - 73-ე ადგილი, უკრაინა -74-ე, ბელორუსი - 54-ე, სომხეთი 110-ე, აზერბაიჯანი - 103-ე, თურქმენეთი - 18-ე.

რეიტინგის ბოლო პოზიციას ტოგო იკავებს, რომლის მოსახლეობის მხოლოდ 1% მიიჩნევს თავს ბედნიერად.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს