აშშ-ში ციხის ზედამხედველი ქალი Playboy-ში გადაღების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

აშშ-ში ციხის ზედამხედველი ქალი Playboy-ში გადაღების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

არკანზასის შტატის ერთ-ერთი ციხის ზედამხედველი ჯესი ლანდერბი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის მამაკაცების ჟურნალ Playboy-ისთვის გადაიღეს, იტყობინება ადგილობრივი ტელეარხი 40/29 News.

გოგონას ფოტოები Playboy-ის ივნისის ნომერში დაიბეჭდა. ნომრის გამოსვლის შემდეგ ვაშინგტონის ოლქის შერიფმა ლანდერბი თავიდან ადმინისტრაციულ შევებულებაში გაუშვა, შემდეგ კი სამსახურიდან დაითხოვა.

ციხის ყოფილ ზედამხედველს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესაბამის სტრუქტურებში გასაჩივრების უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მამაკაცების ჟურნალებისთვის გადაღების გამო გოგონების სამსახურიდან დათხოვნისა და დაქვეითების ფაქტები ძალიან ხშირია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს