108 წლის მალაიზიელი ქალი და მისი 38 წლის მეუღლე კვლავ ერთად არიან

108 წლის მალაიზიელი ქალი და მისი 38 წლის მეუღლე კვლავ ერთად არიან

მალაიზიის მცხოვრებ ვუკ კანდორს, რომელმაც ცოტა ხნის წინ 108-ე დაბადების დღე აღნიშნა, ერთწლიანი განშორების შემდეგ 38 წლის მეუღლე დაუბრუნდა. ერთი წლის გამავლობაში მისი მეუღლე კუალა-ლუმპურის ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა, იტყობინება AFP.

"მადლობელი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლე დაბრუნდა, რადგან მე ის ძალიან მიყვარს", - განაცხადა კანდორმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მუჰამედ ნოორ ჩე-მუსა ბოლო 12 თვის განმავლობაში ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის ნებაყოფლობით კურსს გადიოდა და მეუღლის რეგულარული ნახვა არ შეეძლო - მთელი ამ დროის განმავლონაში მან მეუღლე სულ ხუთჯერ ნახა. ახლა წყვილი ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებას დაუბრუნდა. "ნებისმიერი სხვა ქალის მსაგავსად, მეუღლის მოვალეობას შევასრულებ", - განაცხადა ბედნიერმა კანდორმა.

კანდორი და ჩე-მუსა 2006 წელს ტრენგანის შტატში დაქორწინდნენ, რის გამოც ადგილობრივი გაზეთების პირველ გვერდებზე აღმოჩდნენ. 108 წლის კანდორისთვის ეს 23-ე ქორწინება იყო. მისი თქმით, მან 28 წლის ჩე-მუსაზე იმიტომ იქორწინა, რომ ის სხვა უფრო ახალგაზრდა ქალთან არ წასულიყო. თავად მუჰამედი არ აზუსტებს 108 წლის ქალზე დაქორწინების მიზეზებს. მისი თქმით, ეს ქორწინება "ღვთის ნებით" მოხდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს