იტალიის პოლიციამ ქართველი მილიონერის იახტაზე რუსი ჩინოვნიკები და სარატოვის გუბერნატორი დააკავა

იტალიის პოლიციამ ქართველი მილიონერის იახტაზე რუსი ჩინოვნიკები და სარატოვის გუბერნატორი დააკავა

კუნძულ-ვულკან სტრომბოლზე მომხდარი ინციდენტისთვის გაუგებრობის დარქმევა შეიძლებოდა, რომ არა მისი შედეგები, რომელიც მოგვიანებით მასმედიაში და ბლოგებზე განხილვის საგანი გახდა.

იტალიის პოლიციამ 47-მეტრიანი იახტის "აქსიომას" დასაკავებლად მსხვილი ოპერაცია ჩაატარა, რომელშიც კარაბინერთა ვერტმფრენები, სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო კატერები, ფინანსური პოლიცია და სანაპირო დაცვის სამსახური მონაწილეობდნენ. ბორტზე ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის სამართალდამცველები ინტერპოლის მიერ ძებნილი, ორი შეიარაღებული რუსი დევნილის აღმოჩენას ცდილობდნენ.

იტალიური სპეც-სამსახურების წარმომადგენლები მოტყუვდნენ და ხელში რუსი პოლიტიკოსები შერჩათ, რომელთა ვინაობა არ ცხადდება, თუმცა სარატოვის პრესაში მთელი კვირა გრძელდება განხილვა - იყო თუ არა დაკავებულთა შორის ოლქის გუბერნატორი პაველ იპატოვი.

"Комсомольская правда"-ს ცნობით, ეს იახტა სარატოველ მილიონერს რომან ფიფიას ეკუთვნის, რომელზეც რამდენიმე წელია ფედერალური ძებნაა გამოცხადებული. ადგილობრივებისთვის კი კარგადაა ცნობილი, რომ მათ გუბერნატორს უქმეებისა თუ შვებულების ხმელთაშუა ზღვაზე გატარება ძალიან უყვარს.

ნამდვილად იყო თუ არა იახტაზე დაკავებულთა შორის სარატოვის ოლქის გუბერნატორი, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ბლოგერებსა და ჟურნალისტებს საბუთად ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეორგოლი მოაქვთ, სადაც ზოლებიან ტრუსში მყოფი ერთ-ერთი დაკავებული ძალიან ჰგავს პაველ იპატოვს.

სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში ამ ფაქტთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ გუბერნატორი ტვერში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა, მეორე დღეს კი, 9 ივლისს დილით ის პირველ ვიცე-პრემიერს ვიქტორ ზუბკოვს შეხვდა და რეგიონში გვალვის პრობლემები განიხილა.

ამ ოფიციალური ცნობის გათვალისწინებით, სარატოველები ფიქრობენ, რომ რეგიონში გვალვის პრობლემით შეწუხებულ იპატოვს, დასასვენებლად ხმელთაშუა ზღვაზე გამგზავრება, თეორიულად, იმავე დღესვე თავისუფლად შეეძლო.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა