11 მიზეზი განქორწინებისთვის

11 მიზეზი განქორწინებისთვის

ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Telegraph იმ ფაქტორთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც წყვილი განქორწინებამდე მიყავს.

ბედნიერი ქორწინების საიდუმლოს ამოხსნას ჟურნალისტი და მწერალი ანელი რუფუსი შეეცადა. მან დაადგინა, თუ რა ანგრევს ოჯახს, იტყობინება NEWSru Israel.

მკვლევარის აზრით, განქორწინების მიზეზები შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს - შვილების სქესი, ტესტოსტერონის დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.

ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph იმ 11 ფაქტორს ასახელებს, რომელიც განქორწინების მიზეზია:

1. ქალისთვის, რომელიც 18 წლამდე გათხოვდა, 48%-იანი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ქორწინების პირველ 10 წელიწადში მეუღლეს გაშორდება.

2. იმ შემთხვევაში, თუ ქალს უფრო მეტი შვილის ყოლა სურს, ვიდრე მამაკაცს, ეს ოჯახი ორჯერ უფრო მეტი ალბათობით დაინგრევა, ვიდრე იმ წყვილთა ოჯახები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობას აღწევენ.

3. განქორწინების ალბათობა იმ ოჯახში, სადაც ორი ვაჟი იზრდება 36%-ს შეადგენს, თუ მშობლები ორ ქალიშვილს ზრდიან, განქორწინების საფრთხე 41 %-მდე იზრდება.

4. მამაკაცებს, რომლებიც ტესტოსტერონის მაღალი დონით გამოირჩევიან, განქორწინების 43%-ზე მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს -  სისხლში ამ ჰორმონის დაბალი შემცველობით.

5. ჰიპერაქტიური შვილების მშობლები გაცილებით უფრო ხშირად შორდებიან ერთმანეთს, ვიდრე - მშვიდი ბაშვების.

6. წყვილები, რომელთათვის ეს მეორე ქორწინებაა, დაახლოებით, ორჯერ უფრო ხშირად შორდებიან, ვიდრე ის წყვილები, რომლებიც პირველ ქორწინებაში არიან.

7. მყარი ოჯახის შექმნა იმ ადამაიანებს, რომლებიც ბავშვობის ფოტოებზე არ იღიმიან, ნაკლებად გამოსდით.

8. თუ ნაყოფი ორსულობის მეოცე კვირას დაიღუპა, თუ ბავშვი მკვდარი დაიბადა, ან დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, განქორწინების ალბათობა 40%-ზე მეტია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გადარჩა.

9. თუ ქალი კიბოთი ან გაფანტული სკლეროზით არის ავად, განქორწინების ალბათობა ექვსჯერ უფრო იზრდება, ვიდრე იმავე სნეულებებით მამაკაცის ავადმყოფობის შემთხვევაში.

11. მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების განქორწინების ალბათობა 43%-ს შეადგენს, მათემატიკოსების - 19%-ს, მწვრთნელებისთვის კი - 22%-ს.

12. იმ შემთხვევაში, თუ ქალი აქტიური სამხედრო მოსამსახურეა, განქორწინების ალბათობა  250%-ზე მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მამაკაცია.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს