მარადონა უგო ჩავესთან ფეხბურთს ითამაშებს

მარადონა უგო ჩავესთან ფეხბურთს ითამაშებს

ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა კვირას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მარადონა კარაკასს ეწვევა და მასთან ერთად ფეხბურთს ითამაშებს.

”მარადონამ დამირეკა და მითხრა, რომ სურს ჩვენთან ჩამოსვლა და ორშაბათს, ან სამშაბათს გვესტუმრება. მე ფეხბურთისა და სოფთბოლის თამაში შევთავაზე, რაზეც ის დამთანხმდა”, - განაცხადა ჩავესმა თავის ყოველკვირეულ ტელეგადაცემაში ”ალო, პრეზიდენტი გისმენთ”. წინა კვირას

სამი ივლისის შემდეგ, როდესაც არგენტინელთა გუნდი გერმანელებთან 0:4-ით განადგურდა, დიეგო მარადონას პრესისთვის კომენტარი აღარ მიუცია. არგენტინელთათვის ავადსახსენებელი მატჩის დასრულებისთანავე მან განაცხადა, რომ ნაკრებში მისი დრო დასრულდა.

დიეგო ვენესუელაში ბოლოს შარშან, ”ბოლივარიული რევოლუციის 10 წლის იუბილეზე” იმყოფებოდა. მაშინ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კარაკასის სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდა ვენესუელელ ფეხბურთელებს ოსტატობის გაკვეთილი ჩაუტარა.

ცოტა ხნის წინ მარადონამ აღიარა, რომ უგო ჩავესის მიმდევარია და აპირებს კიდეც თავისი ტატუების კოლექციის მისი პორტრეტით გამდიდრებას. მარადონას სხეულზე უკვე აქვს აღბეჭდილი ერნესტო ჩეგევარა და ფიდელ კასტრო

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა