მსოფლიოს ყველაზე მდიდრული ციხე ნორვეგიაშია

მსოფლიოს ყველაზე მდიდრული ციხე ნორვეგიაშია

Ambebi.Geნორვეგიის ტყეში მდებარე ციხე "ჰალდენ ფენგსელი" მსოფლიოს სხვა საპატიმრო დაწესებულებებს შორის ყველაზე კომფორტულად ტყუილად არ მიიჩნევა. მის სუფთა და მზიან საკნებში ტელევიზორი და მაცივარი არავის უკვირს. საპყრობილეს ტერიტორიაზე მოწყობილია სარბენი ბილიკი, სასტუმრო კოტეჯი ნათესავებთან შეხვედრისთვის და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხმის ჩამწერი სტუდია.

90-იანი წლებში ნორვეგია "ციხის ტურიზმის" ქვეყნად იქცა - ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან ამ ქვეყანაში ჩასული ემიგრანტები ცდილობდნენ, წვრილმანი დანაშაული ჩაედინათ, რათა ნორვეგიულ საპატიმროში დრო გაეტარებინათ.

ხუმრობა იქით იყოს და, იმხანად ქვეყნის ხელისუფლება თითოეული პატიმრის შენახვა-გამოკვებასა და ჩაცმა-დახურვაში დღეში 150 აშშ დოლარს ხარჯავდა.

ერთ დღესაც მიხვდნენ ნორვეგიელები, რომ მათი ციხეები გადაივსებოდა და უცხოელებს საპატიმროების კარი გარედან ჩაუკეტეს – მიბრძანდით, ბატონო და თქვენს ქვეყანაში მოიხადეთ სასჯელიო.

Ambebi.Geრაც შეეხება ნორვეგიელ დამნაშავეებს, მთავრობა მათთვის არფერს იშურებს და საუკეთესო პირობებში ამყოფებს, რათა საზოგადოებაში მათი რეინტეგრაცია სწრაფად მოხდეს. რაც შეეხება საპყრობილე "ჰალდენ ფინგელს", მის ფანჯრებს გისოსებიც კი არ აქვს, ციხის ზედამხედველები კი, რომელთა უმრავლესობა ქალია, შეუიარაღებელნი, მსჯავრდებულებთან ერთად სეირნობენ, ერთობიან და სადილობენ.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სტატისტიკა დამნაშავის დასჯის ნორვეგიული მეთოდის მხარესაა - აქ გათავისუფლებულთაგან მხოლოდ 20% უბრუნდება ნაშაულებრივ საქმიანობასა და ციხეს, როცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი - 50-60%-ია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს