ახმეტაში კატამ ლეკვი დაბადა

ახმეტაში კატამ ლეკვი დაბადა

ახმეტის რაიონში ანომალური შემთხვევა მოხდა - კატამ ლეკვი დაბადა. როგორც კატის მეპატრონე ანზორ კოჭლამაზაშვილი აცხადებს, ეს უცნაური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ამ ანომალიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია, მათ შორის რადიაცია და კატისა და ძაღლის შესაძლო შეჯვარება განიხილება, თუმცა ზოოლოგები ზუსტი მიზეზის დადგენას ვერ ახერხებენ, რადგან მათი თქმით, რადიაციის შემთხვევაში, ნაყოფი მახინჯი იქნებოდა, ხოლო გენეტიკურად განსხვავებული ცხოველების შეჯვარება შეუძლებელია.

მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს მსოფლიოში სხვაგანაც გვხვდება. ოთხი წლის წინ ბრაზილიაში კატამ ორი ლეკვი დაბადა. 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს