მობილური ტელეფონები უნიტაზებზე 18-ჯერ ბინძურია

მობილური ტელეფონები უნიტაზებზე 18-ჯერ ბინძურია

მობილური ტელეფონები ბაქტერიების 18-ჯერ უფრო სქელი ფენით არის დაფარული, ვიდრე მამაკაცთა ტუალეტის ჩასარეცხი ავზის სახელური, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები საკუთარი კვლევის საფუძველზე.

სინჯების ანალიზის შედეგად, რომელიც 30 მობილური ტელეფონიდან აიღეს, გაირკვა, რომ შვიდი აპარატი ბაქტერიების სიცოცხლისთვის მავნე რაოდენობას შეიცავდა, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ნაწლავური ჯგუფის ბაქტერიების კონცენტრაცია იმდენად მაღალი იყო, მობილურით სარგებლობას თავისუფლად შეეძლო საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, წერს ”დეილი ტელეგრაფი”.

ექსპერტთა აზრით, მთელს დიდ ბრიტანეთში მილიონობით მობილური ბაქტერიული დაბინძურების რეკომენდირებულ დონეს აჭარბებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიებს წამიერი ზიანი არ მოაქვს, ის კარგი ნიადაგია უფრო სერიოზული მიკრო ორგანიზმებისთვის.

ჰიგიენის ექსპერტმა ჯიმ ფრანსისმა განაცხადა, რომ ბაქტერიები სტერილიზაციას საჭიროებს, ამიტომ მობილური სპირტიანი ხელსახოცით უნდა გავწმინდოთ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს