სლოვენიაში ცნობილი ჰაკერი Iserdo დააკავეს

სლოვენიაში ცნობილი ჰაკერი Iserdo დააკავეს

23 წლის ჰაკერი, რომელიც ცნობილია ნიკით Iserdo, სლოვენიაში ვირუს mariposa-ის ("პეპელა") შექმნაში მონაწილეობისა და "კომპიუტერული ზომბების" მძლავრი ქსელის ჩამოყალიბებისთვის დააკავეს.

საუბარია ე.წ. "ბოტნეტზე". მავნე პროგრამა ინტერნეტიდან კომპიუტერში შეღწევის შემდეგ მის რესურსებს აკონტროლებს და თავისი მიზნებით მოიხმარს. მაგალითად, პროგრამა სპამ-შეტყობინებებს ისე გზავნის, რომ მომხმარებელი ვერც კი ამჩნევს, რომ მის კომპიუტერში ვირუსია.

"პეპელა"-ბოტნეტი წლის დასაწყისში გააუვნებელყვეს. ვირუსმა მსოფლიოს 12,7 მლნ კომპიუტერის დაინფიცირება მოასწრო. მის კვალს რამდენიმე ბანკისა და მსხვილი კომპანიის კომპიუტერებშიც მიაგნეს. პროგრამა ფინანსური ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობდა.

გიგანტური ბოტნეტის არქიტექტორის გამოსავლენად მსოფლიოს ქვეყნები ერთად დაირაზმნენ. ძალისხმევის შედეგად 2009 წელს ესპანეთში სამი პირი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ საქმესთან იყვნენ დაკავშირებულნი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)