საფრანგეთში მტრედებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს აძლევენ

საფრანგეთში მტრედებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს აძლევენ

ფრანგული ქალაქის ბრინიოლის ხელისუფლებამ მტრედების გამრავლებას ბრძოლა გამოუცხადა, - იუწყება Le Post. იმისათვის, რომ პოპულაციის გამრავლება შეაჩერონ, ბრინიოლელები მტრედებს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატით გაჯერებულ სიმინდს უყრიან.

ბრინიოლის მერიამ მტრედების კონტრაცეპტული საშუალებებით უზრუნველყოფა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეულ ამ ფრინველთა თაობაზე მოქალაქეთაგან უამრავი საჩივარი მიიღო.

"ყველგან ისინი არიან! ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს ხელს უშლიან", - განაცხადეს ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომელთა გათვლებით, ბრინიოლის ყოველ 4 კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 500 მტრედი მოდის.

მერიის წარმომადგენლებმა კონტრაცეპტული სიმინდი ქალაქის რამდენიმე ადგილას განათავსეს. მათი თქმით, პრეპარატის გამოყენება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით ხდება, ის ადამიანებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა და მხოლოდ მტრედებზე მოქმედებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს