სიბრძნის საიდუმლო: ტვინი მთელი ძალით მუშაობას 60 წლის ასაკში იწყებს

სიბრძნის საიდუმლო: ტვინი მთელი ძალით მუშაობას 60 წლის ასაკში იწყებს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი უფრო ჭკვიანი და გონიერი ხდება, რადგან ტვინი მთელი ძალით ამუშავებას იწყებს. ამასთან ინტელექტუალური აქტივობის პიკი 50-70 წლის ასაკში დგება. ასეთია მკვლევარ ბარბარა სტოუჩის მუშაობის სენსაციური შედეგები, იტყობინება The Daily Mail.

ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ტვინის მუშაობა თანდათან ქვეითდება, რადგან ნეირონები - თავის ტვინის უჯრედები - ნელ-ნელა კვდომას იწყებს და სიცოცხლის ბოლოს ადამიანი ნეირონების 30%-ს კარგავს. თუმცა ბოლო გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს ასე სულაც არ არის: თავის ტვინის უჯრედები არ კვდება. შესაძლოა, მათ შორის კავშირი გაწყდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მათ არ აამუშავებს.

ამასთან ასაკის მატებასთან ერთად თავის ტვინში მიელინის რაოდენობა იზრდება. ეს არის ნივთიერება, რომელიც სიგნალს ნეირონებს შორის უფრო სწრაფად მოძრაობას აიძულებს. ამის ხარჯზე ტვინის საერთო ინტელექტუალური ძალა საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 3000%-ით იზრდება. მიელინის წარმოქმნის პიკი კი 60 წლის ასაკში და შემდეგ დგება.

გარდა ამისა, თუ 50 წლამდე ადამიანის თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის "შრომის დანაწილების" პრინციპი მოქმედებს და თითოეული მათგანი მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს, მაშინ 50 წლის შემდეგ ადამიანს ტვინის ორივე ნახევარსფეროს ერთდროულად გამოყენება შეუძლია. ეს კი მას მნიშვნელოვნად უფრო რთული ამოცანების გადაჭრის საშუალებას აძლევს.

ამის მსგავსად ტვინზე ასახვას ჰპოვებს ასევე ასაკოვანი ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება. ასაკოვანი ადამიანის ტვინზე უჩვეულო, ან ემოციური ინფორმაცია უკვე ნაკლებად ახდენს გავლენას, ვიდრე ახალგაზრდა ადამიანის ტვინზე. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა დილიპ ჯეისტმა განაცხადა, "ადამიანის ტვინი, რომელსაც მრავალწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, ნაკლებად იმპულსური და მეტად რაციონალურია". მისი აზრით, სწორეს ეს არის სიბრძნე.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური აქტივობის პიკს თავისი უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობის გამო, რომელიც მრავალი წლის მანძილზე გროვდება, ოპერატიული მეხსიერება ძალიან იტვირთება, რაც დავიწყებასა და გონაბაგაფანტულობას იწვევს, აღნიშნავენ ნეიროქირურგები.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს