მეცნიერებმა შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა მდინარე აღმოაჩინეს

მეცნიერებმა შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა მდინარე აღმოაჩინეს

ინგლისის ქალაქ ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი იუწყება, რომ შავი ზღვის ფსკერზე მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა მდინარე აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მდინარის სიგრძე 37 საზღვაო მილია, სიგანე კი - ნახევარ მილზე ცოტა მეტი. დინების სიჩქარე საათში 4 მილია (დაახლოებით 7,5 კმ/სთ). სიგრძის გათვალისწინებით, მდინარე საკმაოდ წყალუხვია - 22 ათასი კუბამეტრი წამში. შედარებისთვის, ეს მდინარე ხმელეთზე რომ ყოფილიყო, ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე იქნებოდა.

წყლის დინება მარილიანი მარმარილოს ზღვიდან ბოსფორის სრუტის გავლით ნაკლებად მარილიან შავი ზღვაში მიემართება. ამიტომ მდინარის წყალი მარილის საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა.

ინგლისელმა მეცნიერებმა წყალქვეშა ავტომატიზირებული აპარატის დახმარებით დაადგინეს, რომ მდინარის სიღრმე ზოგიერთ ადგილებში 35 მეტრს აღწევს. მათი თქმით, მდინარეს ჩქერები და ჩანჩქერებიც აქვს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს