ასტრონავტ ნილ არმსტრონგს 80 წელი შეუსრულდა

ასტრონავტ ნილ არმსტრონგს 80 წელი შეუსრულდა

ამერიკელ ავსტრონავტ ნილ არმსტრონგს, რომელის პირველი ადამიანია, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა, დღეს 80 წელი შეუსრულდა. კოსმოსური ხომალდის "აპოლონ 11"-ის კიბიდან მთვარის ზედაპირზე ფეხის დადგმისას მან ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: "ეს პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომია მთელი კაცობრიობისთვის".

ნილ ოლდენ არმსტრონგი 1930 წლის 5 აგვისტოს, ოჰაიოს შტატის ქალაქ უაპაკონეტაში დაიბადა. ბავშვობაში მას თვითმფრინავები იტაცებდა და ყმაწვილობისას ადგილობრივ აეროპორტში მუშაობდა. უკვე 15 წლისამ თვითმფრინავის მართვის გამოცდები ჩააბარა, ერთი წლის შემდეგ ფრენის უფლება მიიღო.

ნილი 1966 წლიდან  ნასას პროგრამა "აპოლონზე" მუშაობდა. სწორედ ამ სერიის ხომალდის მეშვეობით 1969 წლის 20 ივლისს მან, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე ფეხი დადგა. არმსტრონგი და გაფრენაში მონაწილე კიდევ ორი კოსმონავტი პრეზიდენტის თავისუფლების მედლით დაჯილდოვდნენ.

მომზადებულია itar-tass.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს