გერმანიის პრეზიდენტი ფუნთუშების შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის

გერმანიის პრეზიდენტი ფუნთუშების შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის

გერმანიის ახალი პრეზიდენტი კრისტიან ვულფი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ოპონენტები პურისა და ფუნთუშების მიმართ მის სიყვარულს აკრიტიკებენ - პრეზიდენტი მათ შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის. როგორც NEWSru.com იტყობინება, ამან გერმანელი პოლიტიკოსებისა და მასმედიის ყურადღება მიიპყრო.

"იქნებ გაგესიჯათ ბერლინური პური, ბატონო პრეზიდენტო", - დღეს გაზეთ Bild-ში სტატია ამგვარი სათაურით დაიბეჭდა.

"მწვანეთა" პარტიის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა ბერლინელმა დეპუტატმა კლაუდია ჰემერლინგმა აღნიშნა, რომ ბერლინში უამრავი უმაღლესი კლასის საფუნთუშეა, გემრიელი პურის ჭამა კი გერმანიის დედაქალაქშიც შეიძლება.

Spiegel-ი განმარტავს, რომ "მწვანეების" თქმით, ფუნთუშების ჰანოვერიდან ჩამოტანა მეტისმეტად ხარჯიანია, ხოლო ის ავტომობილი, რომელსაც ფუნთუშები ბერლინის რეზიდენციაში მიაქვს, მეტისმეტად აბინძურებს გარემოს.

კრისტიან ვულფი უკვე მრავალი წელია პურს ცნობილ ჰანოვერელ მცხობელ იოჰენ ჰაუესთან ყიდულობს. უმაღლესი ხარისხისა და გემრიელი პურის ცხობის გამო მას მთელს მსოფლიოში მრავალი ცნობილი კლიენტი ჰყავს: მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი და გერმანიის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები.

შეგახსენებთ, რომ მმართველი კოალიციის - ქრისტიან-დემოკრატებისა და გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ვულფი ქვეყნის პრეზიდენტად 30 ივნისს აირჩიეს.

მომზადებულია newsru.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს