”კუბიკ რუბიკის” საიდუმლო ამოხსნილია

”კუბიკ რუბიკის” საიდუმლო ამოხსნილია

”კუბიკ რუბიკის” ამოცანის გადაჭრის უმოკლესი გზის ძიება ამ სათამაშოს გამოგონებიდან 30 წლის შემდეგ, დასასრულს მიუახლოვდა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნებისმიერი შემთხვევითი კომბინაციის ერთფერიან გვერდებად დაწყობა 20, ან ნაკლებ სვლაში არის შესაძლებელი.

ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა კომპანია Google-ის კომპიუტერული ბაზა გამოიყენა: კომპიუტერში ამ მექანიკური თავსატეხის 54-ვე ფერადი კვადრატის ყველა შესაძლო კომბინაცია მოისინჯა.

"ახლა უკვე ვიცით, რომ ჯადოსნური რიცხვი არის 20", - განაცხადა ოჰაიოს შტატის კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მათემატიკოსმა მორლი დევიდსონმა.

”კუბიკ რუბიკის” საწყისი პოზიციების საერთო რაოდენობა 43 კვინტილიონია. მათგან, როგორც გამოთვლებმა აჩვენა, დაახლოებით, 100 ათასი პოზიცია არსებობს, რომელთა გადაჭრაც 20 სვლაში შეიძლება. თუმცა ამ ამოცანების უმრავლესობის გადაჭრა 15-19 სვლაშიც არის შესაძლებელი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს