დუბაიში შენობათა კომპლექსს აგებენ, რომელსაც გიგანტური თაღის ფორმა ექნება

დუბაიში შენობათა კომპლექსს აგებენ, რომელსაც გიგანტური თაღის ფორმა ექნება

დუბაიში მრავალფუნქციურ კომპლექს Park Gate-ს ააგებენ, რომელსაც თაღის ფორმა ექნება. ამის შესახებ არქიტექტურული ბიუროს Adrian Smith + Gordon Gill-ის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პროექტის განხორციელებაზე მუშაობს.

Park Gate ექვსი ცათამბჯენისგან შედგება, რომლებიც სახურავებზე დაკიდული ბაღებით შეწყვილდებიან. კომპლექსის ერთი ნაწილი 37 სართულიანი იქნება, მეორე გვერდი კი - 34, რითაც ასიმეტრიული ნაგებობის ეფექტი შეიქმნება. 

თაღების ჩრდილის შედეგად კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე ტემპერატურა 10-15 გრადუსით ნაკლები იქნება, ვიდრე - ქუჩაში. კომპლექსში მუშაობისთვის საჭირო ენერგიას მზის ბატარეები გამოიმუშავებენ, რომლებიც ნაგებობების კედლებზე იქნება განთავსებული.

Park Gate-ის საერთო ფართი 423 ათასი კვ/მ-ს შეადგენს. კომპლექსში სასტუმრო, საოფისე და სავაჭრო ნაგებობებია გათვალისწინებული. საინვესტიციო პროექტის მოცულობისა და რეალიზაციის ვადების შესახებ ცნობილი არაა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს