ჩინეთში სკვერის დამსვენებელთაგან განსატვირთად სკამებზე კბილანები დაამონტაჟეს

ჩინეთში სკვერის დამსვენებელთაგან განსატვირთად სკამებზე კბილანები დაამონტაჟეს

ჩინეთის პროვინცია შანდუნში, ერთ-ერთ საქალაქო პარკში კბილანებიანი სკამები დაამონტაჟეს. ამ უჩვეულო ხერხით ხელისუფლება უქმეებსა და დღესასწაულებზე პარკის დამსვენებელთაგან განტვირთვას ცდილობს.

პარკის სტუმარი სკამზე მხოლოდ მაშინ შეძლებს დაჯდომას, როცა სპეციალურ ავტომატში მონეტას ჩააგდებს. გადასახადის გადახდის შემდეგ გარკვეული დროით კბილანები დაბლა იწევს და სკამის ზედაპირიც დასაჯდომად მოსახერხებელი ხდება. ვადის ამოწურვის შემდეგ კბილანები კვლავ იწყებენ სკამიდან ამოსვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასვენების ფული გადასახდელია.

პარკის მესვეურები აცხადებენ, რომ კბილანები ბლაგვია და ადამიანს ტრავმას არ მიაყენებს, თუმცა მასზე ჯდომა მაინც უკიდურესად არაკომფორტულია.

იდეა გერმანელ სკულპტორს ფაბიან ბრიუნსინგს ეკუთვნის, რომელმაც თანამედროვეობის საყოველთაო კომერციალიზაციისადმი პროტესტი კბილანებიანი სკამის შექმნით გამოხატა. მხატვრის პროექტი ჩინური სკვერის მესვეურებმა სათავისოდ გამოიყენეს.

მომზადებულია Orange News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს