მეტეოროლოგმა BBC-ს პირდაპირ ეთერში მაყურებელს შუა თითი უჩვენა

მეტეოროლოგმა BBC-ს პირდაპირ ეთერში მაყურებელს შუა თითი უჩვენა

BBC-ის ტელეარხზე ამინდის პროგნოზის წამყვანმა ტომაშ შაფერნაკერმა პირდაპირ ეთერში უხამსი ჟესტი აჩვენა. ამ შემთხვევის გამო ტელეარხსა და მეტეოროლოგიურ სამსახურს ბოდიშის მოხდა მოუხდათ.

ინციდენტი სამშაბათს, დილის 11 საათზე მოხდა. შაფერნაკერი ამინდის პროგნოზის გამოსაცხადებლად ემზადებოდა, როცა საინფორმაციო გამოშვებას გადასცემდნენ. როდესაც არხის საინფორმაციოს წამყვანმა ამინდის პროგნოზის შესახებ დააანონსა, იქვე უწყინარი ფრაზა თქვა: ”ახლა ჩვენ ამინდის პროგნოზს შემოგთავაზებთ, რომელიც 100 %-ით ზუსტი იქნებაო”. ამ დროს კამერამ პირდაპირ ეთერში შაფერნაკერი გაუშვა, რომელიც ჩართვას ჯერ არ ელოდა და დიქტორს შუა თითი უჩვენა.

როცა მიხვდა, რომ პირდაპირ ეთერში იყო, დაიბნა და პირზე ხელი აიფარა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

BBC-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფაქტთან დაკავშირებით შვიდი საჩივარი მიიღეს. "ტომაშმა არ იცოდა, რომ პირდაპირ ეთერში იყო. მართალია, მისი ჟესტი სულ წამით გამოჩნდა ეკრანზე, ეს მაინც მიუღებელია და ამის გამო ბოდიშს ვიხდით", - განაცხადა მან. ცნობილია, რომ შაფერნაკერს ინციდენტის გამო სამსახურიდან არ დაითხოვენ.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით. 

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები