წინასწარმეტყველი პაული დაასაქმეს

წინასწარმეტყველი პაული დაასაქმეს

კომიტეტმა, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ინგლისში ჩატარების  განაცხადს განიხილავს, რვაფეხა პაული პროექტის ოფიციალურ ელჩად დაიქირავა.

”ბოლო ორი წელი პაულმა გერმანიაში გაატარა, თუმცა ინგლისური წარმომავლობით ამაყობს და ბედნიერია, რომ ინგლისის განაცხადს მხარს უჭერს”, - განაცხადა ოკეანერიუმის Sea Life-ის მენეჯერმა ნიკოლუ ჰამილტონმა.

ფეხბურთელი და მწვრთნელი ჯონ ბარნსი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ფეხბურთის სამყაროში ყველაზე ცნობილ პერსონად  აღიარებული პაულის მხარდაჭერა ჩემპიონატის ჩატარების საკითხებში, ქვეყნისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.   

წინასწარმეტყველი პაული ინგლისში ქალაქ უეიმუტში 2008 წელს დაიბადა. მისი ფენომენი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც გერმანიის ნაკრების შვიდი შეხვედრის შედეგები ზუსტად იწინასწარმეტყველა.

ამ ეტაპზე რვაფეხა ”პენსიაში ოფიციალურად გავიდა” და აღარ იწინასწარმეტყველებს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს