კოსმონავტები კოსმოსში სწრაფად ბერდებიან

კოსმონავტები კოსმოსში სწრაფად ბერდებიან

როგორც NASA-ს მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით კოსმონავტის ორგანიზმი, ორბიტაზე 6-თვიანი მუშაობის შემდეგ 80 წლის მოხუცისას ჰგავს.

უმთავრესად კოსმონავტებს კუნთოვანი სისტემა უზიანდებათ, რომელიც ადამიანის წონასწორობის დაცვასა და გამართულ სიარულს უზრუნველყოფს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო უკეთესია მისიის დაწყებამდე კოსმონავტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორბიტაზე მუშაობისას მისი ორგანოების ატროპია მით უფრო შესამჩნევად მიმდინარეობს და ეს მაშინ, როცა კოსმონავტები დღეში რამდენიმე საათს ფიზიკურ ვარჯიშს ანდომებენ. კოსმონავტთა კუნთოვანი სისტემა უწინდელ ფორმას მხოლოდ დედამიწაზე დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ უბრუნდება.

ამერიკელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კოსმონავტების კვების რაციონი არასწორადაა შედგენილი და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად უფრო მეტად კალორიული საკვები სჭირდებათ. ამის დასტურად კოსმოსურ სადგურ ”მირიდან” დაბრუნებული კოსმონავტების მოყვანა შეიძლება, რომელთა უმეტესობამ წონაში შესამჩნევად დაიკლო.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს