ჰიტლერი ებრაელთა და აფრიკელთა შთამომავალი აღმოჩნდა

ჰიტლერი ებრაელთა და აფრიკელთა შთამომავალი აღმოჩნდა

ადოლფ ჰიტლერის ნათესავების დნმ-ის ანალიზების შედეგად არა მარტო დადასტურდა ვარაუდი, რომ მის ძარღვებში ებრაული სისხლი ჩქეფდა, არამედ ისიც დადგინდა, რომ ნაცისტი ლიდერის წინაპრები წარმოშობით აფრიკის კონტინენტიდან იყვნენ. 

კვლევები ბელგიელი ჟურნალისტის ჟან-პოლ მულდერსისა და ისტორიკოსის მარკ ვერმეერის ინიციატივით ჩატარდა. მათ ფიურერის 39 ნათესავი, მათ შორის ადოლფის ბიძაშვილის - ავსტრიელი ფერმერის დნმ გამოიკვლიეს.

ჰიტლერის ნათესავების ნერწყვში E1b1b-ჰაპლოჯგუფის (Y-დნმ) ნიშნები აღმოჩნდა, რომელიც გერმანელებსა და დასავლეთ ევროპის ხალხებში იაშვათად გვხვდება. ჰიტლერის გენიალოგიაზე მომუშავე ისტორიკოსის თქმით, ის მაროკოელ ბერბერებში, ალჟირელებში, ლიბანელებსა და ტუნისელებში, ასევე ებრაულ შტოებშია გავრცელებული.

ჰიტლერის ებრაულ ფესვებზე ისტორიკოსები ადრეც საუბრობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ადოლფის მამა ქვეყანას მარია შიკლგრუბერისა და 19 წლის ებრაელი ყმაწვილის უკანონო ურთიერთობის შედეგად მოევლინა, რომლის გვარი ფრანკენბერგერი იყო.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთში "ჰიტლერის საიდუმლო საქმე" აღმოაჩინეს, სადაც აგენტები მას ებრაული სახელით იაკობით მოიხსენიებენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს