ჯონ ლენონის ყვავილებიანი უნიტაზი 14 ათას დოლარად გაიყიდა

ჯონ ლენონის ყვავილებიანი უნიტაზი 14 ათას დოლარად გაიყიდა

ჯუფ "ბითლზის" თაყვანისმცემელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჯონ ლენონის კუთვნილი ფაიფურის უნიტაზი აუქციონზე 14 ათას აშშ დოლარად შეიძინა, ამის შესახებ BBC იტყობინება.

ლივერპულში გამართული აუქციონი საერთაშორისო ფესტივალს დაემთხვა, რომელიც "ლივერპულელი ოთხეულის" შემოქმედებას ეძღვნებოდა.

უნიტაზი 1969-1972 წლებში იორკშირის საგრაფოში მდებარე მუსიკოსის სახლის საპირფარეშოში იყო განთავსებული. ახალი უნიტაზის დამონტაჟების შემდეგ ლენონმა ფაიფურის უნიტაზი მშენებელ ჯონ ჰენკოკს აჩუქა, რომელსაც მისი ყვავილის ქოთნად გამოყენება სურდა. ფაიფურის უნიტაზი ჰენკოკის გარდაცვალებამდე მის ფარდულში ინახებოდა.

მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს