დუბაის შეიხის იახტა აბრამოვიჩის "ეკლიპსზე" 15 სმ-ით გრძელი იქნება

დუბაის შეიხის იახტა აბრამოვიჩის "ეკლიპსზე" 15 სმ-ით გრძელი იქნება

დუბაელმა შეიხმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკუმმა საკუთარი იახტის "დუბაის" დაგრძელება გადაწყვიტა, რათა მსოფლიოში ყველაზე გრძელ სანაოსნო საშუალებად აქციოს.

ამ მხრივ, დღეს ყველაზე გრძელი იახტაა "ეკლიპსი", რომელიც რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. მისი სიგრძე 162 მეტრი და 46 სანტიმეტრია. 

დუბაის შეიხი თავის იახტის შეკეთებას 2011 წლისთვის გეგმავს. გემზე, სხვა სიკეთეებთან ერთად, რადარის დამონტაჟებაც იგეგმება, რომელიც იახტის ცხვირს დააგრძელებს და იგი "ეკლიპსზე" 15 სმ-ით გრძელი იქნება. ამასთან შეიხი იახტაზე "პლაჟის" მოწყობასაც აპირებს, რომლის სიგანე 2 მეტრი იქნება. მსგავსი პლაჟები, ბოლო ორი წელია, დიდი იახტების მფლობელთა შორის პოპულარობით სარგებლობს.

"დუბაი" სულთან ბრუნეს ძმის შეკვეთით 2006 წელს აიგო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მეპატრონემ ის ალ-მაკტუმს დაუთმო. აბრამოვიჩის "ეკლიფსის" წყალში ჩაშვებამდე (2009 წლის 12 ივნისი) "დუბაი" მსოფლიოში ყველაზე გრძელ კერძო იახტად ითვლებოდა.

მომზადებულია theaustralian.com.au-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს