ლატვიის პრემიერის პოსტზე კანდიდატად პარალონის დათვი წარმოადგინეს

ლატვიის პრემიერის პოსტზე კანდიდატად პარალონის დათვი წარმოადგინეს

ლატვიის ”ბოლო პარტიამ”, რომელიც ლატვიის სეიმის (პარლამენტის) არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარალონის დათვი წარმოადგინა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ გინტს კნოკსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ორმეტრიანი დათუნია ჟურნალისტთა წინაშე წარადგინეს.

”ამომრჩეველს შეუძლია ქაღალდზე დაწერილი საკუთარი წინადადებები დათუნიას პირში ჩააკუჭოს, და პარალონის დათვი, მათ გულთან ახლოს მიიტანს”, - განაცხადა კნოკსმა. ეს უჩვეულო აქციაც არჩევნების გაშარჟებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ "უახლესი პარტია" 2010 წლის ივნისში შეიქმნა, რათა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა პოპულიზმში ამხილოს. პარტიაში აღნიშნეს, რომ მათი საარჩევნო ბიუჯეტი ნულის ტოლია. პარტიამ შემოწირულობებზეც უარი განაცხადა, რათა დაამტკიცოს, რომ ბიუჯეტის გარეშე, საკუთარი ინიციატივის ამარაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

ლატვიის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარალონის დათვის კანდიდატურაზე აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ლატვიის სეიმის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს