ასკილოგრამიანი ორანგუტანგი დიეტაზე დასვეს

ასკილოგრამიანი ორანგუტანგი დიეტაზე დასვეს

დორსეტში მდებარე ცხოველთა გადარჩენის ბრიტანული ცენტრის ”Monkey World”-ის თანამშრომლებმა დედალი ორანგუტანგისთვის ჯანსაღი კვების სპეციალური პროგრამა შეადგინეს. როგორც ”The Daily Mail”-ი წერს, ცხოველის - მეტსახელად ოშინის წონა 98 კგ-ს აჭარბებს.

ოშინი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობდა, სადაც მას 13 წლის განმავლობაში შინაური ცხოველივით ზრდიდნენ. დედალი ორანგუტანგის ნორმალური წონა 30-დან 50 კგ-მდე მერყეობს. ოშინის ჭარბწონიანობა მის არაჯანსაღ კვებას უკავშირდება - დიასახლისი მას Fast-food-ითა და ტკბილეულით კვებავდა. ცენტრის დირექტორმა ელისონ კრონინმა განმარტა, რომ კვება ორანგუტანგის დამშვიდების ერთადერთი საშუალება იყო და დიასახლისი ცხოველს ზიანს უნებლიედ აყენებდა.

ახლა მაიმუნს დღეში მხოლოდ ორჯერ აჭმევენ და, ძირითადად, ხილს, ბოსტნეულს, უცხიმო ხორცსა და იოგურტს. ნორმალურ წონას ცხოველი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიბრუნებს. ამის შემდეგ მას მეწყვილეს მოუძებნიან და, შესაძლოა, ოშინს შვილებიც ეყოლოს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს