ავღანური ტრადიციის თანახმად, ქალებს სახალხოდ ცეკვა ეკრძალებათ. სამაგიეროდ, შეძლებული ავღანელების გართობაზე კაბაშემოსილი მოცეკვავე ბიჭუნები ზრუნავენ.
"ბაჩა ბაზი", რაც ავღანურად "ბიჭებთან თამაშს" ნიშნავს, არა მხოლოდ ცეკვას გულისხმობს. როგორც წესი, ასეთი საღამოების შემდეგ კლიენტებს ბიჭები ინტიმურ მომსახურებისთვის სასტუმროში მიჰყავთ.
ამ დამამცირებელი პროფესიისთვის ყმაწვილებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან, 10-12 წლიდან ამზადებენ. უკვე მოზრდილ მოცეკვავეებს კი, შეიძლება ითქვას, მონობაში ამყოფებენ - ღამეში კლიენტთან მომსახურებისთვის ბიჭი ორ დოლარამდე, ან ბრინჯის ულუფას იღებს.
ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა, როგორმე მოესპო "ბაჩა ბაზის" ტრადიცია, მაგრამ ამაოდ. მართალია, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი საღამოები აღარ იმართება, თუმცა სინამდვილეში ვითარება სხვაგვარდაა.
ავღანელი ბავშვების უმეტესობა მუშაობს, რათა ოჯახები არჩინონ. ისინი წმენდენ ფეხსაცმლებს, აგროვებენ ნაგავს და ა.შ. ადგილობრივი სუტენიორები "ბაჩა ბაზისთვის" ყველაზე უსუსურებსა და გაჭირვებულებს არჩევენ, რომლებიც გროშებისთვისაც კი ყველაფერზე თანახმანი არიან.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.