კოლუმბიაში ნარკომოვაჭრე თუთიყუშები დააკავეს

კოლუმბიაში ნარკომოვაჭრე თუთიყუშები დააკავეს

კოლუმბიელი პოლიციელები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ, როგორ იღებდნენ წინასწარ ნარკომოვაჭრეები მოსალოდნელი დაკავების შესახებ ინფორმაციას და სამალავებს დროულად ტოვებდნენ.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ოფიცრები მიხვდებოდნენ, რომ ნარკომოვაჭრეებზე სპეციალურად გაწვრთნილი თუთიყუშები "მუშაობდნენ".

ერთ-ერთი ასეთი თუთიყუში, მეტსახელად ”ლორენცო”  ძებნილ დამნაშავესთან ერთად იმ დროს დააკავეს, როდესაც პოლიციელების გამოჩენისას თუთიყუშმა ესპანურ ენაზე ყვირილი მორთო: "გაიქეცით, თორემ კატა დაგიჭერთო!"

"ჩვენ დავაპატიმრეთ ფრინველი. მას გისოსებს მიღმა ცხოვრება ელის”, - განაცხადა კოლუმბიელმა პოლიციელმა, რომელიც დაკავების ოპერაციაში მონაწილობდა.

ინციდენტის შემდეგ კოლუმბიის პოლიციამ გაწვრთნილ თუთიყუშებზე ნადირობა დაიწყო. პოლიციელებმა ამგვარად გაწვრთნილი 1000 თუთიყუში აღმოაჩინეს. 

პოლიციელებს მიაჩნიათ, რომ ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში ფრინველი, შესაძლოა, სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს