პაპუა-ახალ გვინეაში 200 უცნობი ცხოველი და მცენარე აღმოაჩინეს

პაპუა-ახალ გვინეაში 200 უცნობი ცხოველი და მცენარე აღმოაჩინეს

ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა პაპუა-ახალ გვინეაში სამეცნიერო ექსპედიციის დროს უჩვეულო ჯიშის ფრთოსანი, თეთრკუდიანი თაგვი, ყვითელი ბაყაყი და ცხოველთა და მცენარეთა კიდევ მრავალი ახალი სახეობა აღმოაჩინეს, იტყობინება "Daily Mail"-ი.

ტროპიკულ ტყეებში აღმოჩენილი ფრთოსანისთვის ჯერჯერობით სახელი არ დაურქმევიათ. ბიოლოგები აღმოჩენილი ცხოველისა და "ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთი პერსონაჟის, ოსტატ იოდას მსგავსების შესახებ საუბრობენ.

პაპუა-ახალი გვინეის მიუდგომელ მთიან რაიონებში ექსპედიციის დროს მეცნიერებმა სულ 200-მდე უცნობი სახეობის ცხოველი და მცენარე აღმოაჩინეს, მათ შორის ნარინჯისფერი ობობა და ყვითელლაქებიანი ბაყაყი. ორთვიანი მუშაობის მანძილზე მეცნიერებმა 24 სახეობის ბაყაყი, ორი უცნობი ძუძუმწოვარა, ათი მცენარე და ასამდე მწერი და ობობა შეისწავლეს.

პირველი უცნობი სახეობის ძუძუმწოვარა თეთრკუდიანი თაგვი გახდა, რომელიც მეცნიერებმა ზღვის დონიდან 1590 მ-ის სიმაღლეზე იპოვეს.

სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი სტივენ რიჩარდსი დარწმუნებულია, რომ პაპუა-ახალი გვინეა მათ კიდევ ბევრ სიურპრიზს უმზადებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს