კადიროვმა ”პუტინის შადრევნის” გახსნის ცერემონიაზე ცეკვა-თამაში არ დაიკლო

კადიროვმა ”პუტინის შადრევნის” გახსნის ცერემონიაზე ცეკვა-თამაში არ დაიკლო

7 ოქტომბერს გროზნოში აჰმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის მოედანზე მუსიკალური შადრევანი გაიხსნა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის სახელს ატარებს. 

შადრევნის გახსნის საზეიმო ცერემონიაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვიც მონაწილეობდა. მისი თქმით,  ამ შადრევნით ის თავის კერპს, ვლადიმირ პუტინს 58-ე დაბადების დღეს ულოცავს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჩეჩენთა ლიდერმა შადრევნის გარშემო თავისი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები წარმოაჩინა და ცეკვა-თამაში არ დაუკლია. 

Video

გროზნოში პუტინის სახელობის შადრევანი გაიხსნა

სიმბოლური წითელი ლენტის გაჭრის პატივი პატრიოტული კლუბების "პუტინისა" და "რამზანის" ახალგაზრდა აქტივისტებს ხვდათ.

რუსეთის პრემიერის დაბადების დღე ჩეჩნეთში ნამდვილ სახალხო დღესასწაულად აქციეს. სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებთან ერთად გუდერმესის იპოდრომზე პუტინის იუბილისადმი მიძღვნილი დოღიც გაიმართა, რომლის გამარჯვებულს Toyota Land Cruiser-200 ერგო.

მომზადებულია nr2.ru-ს მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს