ამერიკელებმა მარსზე პირველი გაფრენისთვის მზადება დაიწყეს. ამბიციური პროექტი სახელწოდებით "ასწლიანი ვარსკვლავური ხომალდი", ასტორნომიული თანხა 750 მლრდ დოლარი დაჯდება. ხარჯების შესამცირებლად მეცნიერებმა ახალი წინადადება წამოაყენეს. ისინი ფიქრობენ, რომ კოსმონავტების დედამიწაზე დასაბრუნებლად ფული არ უნდა დაიხარჯოს და ისინი წითელ პლანეტაზე სამუდამოდ უნდა დარჩნენ.
"ნასა"-ში დააზუსტეს, რომ პროექტზე მუშაობა ახლახან დაიწყო და კონკრეტული ინფორმაცია 2011 წლის დასაწყისში გამოჩნდება.
"ნასა"-ს გამოკვლევების ცენტრის დირექტორმა პიტ უორენმა განაცხადა, რომ მისმა დაწესებულებამ პროექტზე მუშაობის დასაწყებად 1.6 მლნ დოლარი მიიღო. ”პროექტის მიზანია მარსზე კოსმონავტების გადასახლება, ოცი წლის წინ ამაზე მხოლოდ ჩურჩული თუ შეიძლებოდა", - ამბობს უორენი. უორენის თქმით, ჯერ არავინ იცის, რა პრობლემებთან მოუწევს გამკლავება ადამიანს მარსზე. როგორ ვიცხოვრებთ სხვა სამყაროში? მე წარმოდგენა არ მაქვს", - განაცხადა უორენმა.
მარსის დასახლება 4 მოხალისით დაიწყება. ასტრონავტთა ჯგუფის გაგზავნა მარსზე 2030 წლისთვის იგეგმება. მეცნიერები დირკ შულცე-მაკუში და პოლ დევისი აღიარებენ, რომ პროექტი საზოგადოებაში დისკუსიას გამოიწვევს. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მარსის პირველი მცხოვრებნი თავს დაახლოებით ისე იგრძნობენ, როგორც თავის დროზე ჩრდილოეთ ამერიკის თეთრი მოსახლეობა.
ფრენისთვის საწვავი ძალიან ძვირი, 750 მლრდ დოლარი დაჯდება. ეს თანხა ორჯერ შემცირდება, თუკი ასტრონავტებს დედამიწაზე უკან დაბრუნება არ მოუხდებათ. მეცნიერების, ან ასტრონავტების ჯგუფი, რომელიც მარსზე დასახლდება, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და პატარა ბირთვული რეაქტორით შეძლებენ ჟანგბადის, წყლის და საჭმლის წარმოებას.
ყოველ ორ წელიწადში, როცა მარსი საჭირო ორბიტაზე მოხვდება, ”ნასა” შეძლებს "კოლონისტების" მარაგის შევსებას და ახალი ასტრონავტების დამატებას.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.