ჩეხმა სტუდენტებმა დასუფთავების სააგენტო გახსნეს. სააგენტო იმით არის უცნაური, რომ სტუდენტები სახლს ნახევრად შიშვლები დაალაგებენ. სააგენტო პრაღის უნივერსიტეტის სტუდენტმა კატკა კოპეცკიმ გახსნა.
სააგენტოს დამაარსებლის თქმით, მას სააგენტოს გახსნის გადაწყვეტილება ფინანსურმა კრიზისმა მიაღებინა. "ჩვენ სამსახურის გარეშე დავრჩით და შესაფერისი ვაკანსიის მოძებნა ვერ მოვახერხეთ. ამიტომ ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ", - განაცხადა კატკამ.
ერთსაათიანი მომსახურების ღირებულება 170 ევრო იქნება. ამასთან, კლიენტს შეუძლია სიშიშვლის ხარისხი აირჩიოს. დამლაგებელი შეიძლება კლიენტთან მივიდეს საცვლებში, წელსზევით გახდილი, ან მთლიანად შიშველი. სააგენტოში სულ 15 გოგო და ბიჭი მუშაობს.
კატკა კოპეცკიმ განაცხადა, რომ სააგენტოს მთავარი მომხმარებლები ის ადამიანები არიან, რომლებსაც სახლის დალაგება არ უყვართ. "არავის უყვარს დალაგება, სამაგიეროდ ყველას მოსწონს ლამაზი სხეულის ყურება. ნახევრად შიშველი ადამიანის ყურება, რომელიც შენს სახლს ალაგებს, მოდუნების შესანიშნავი საშუალებაა", - განაცხადა გოგონამ. ამასთან კატკამ აღნიშნა, რომ მისი კომპანია კლიენტებს სექსუალური ხასიათის მომსახურებას არ გაუწევს."ჩვენ უბრალოდ ოთახებს დავალაგებთ", - განაცხადა მან.
ამ ტიპის სააგენტოს შექმნის იდეა ჩეხ სტუდენტებს არ ეკუთვნით. ამგვარი სააგენტო ამერიკისა და ავსტრალიის რამდენიმე ქალაქში უკვე არსებობს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.