ნობელის პრემიის ლაურეატებმა ყოველწლიური ჯილდო იტალიელ ფეხბურთელს რობერტო ბაჯოს მიაკუთვნეს. ჯილდო 43 წლის ბაჯომ მრავალწლიანი საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიიღო.
ამ პრემიით ბაჯოს ის ძალისხმევა დაუფასეს, რომელიც იტალიელმა სპორტსმენმა მიანმარის კავშირის რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერის სან სუ ჩჟის გათავისუფლებას შეალია. ასევე გაითვალისწინეს მისი მონაწილეობა ფრინველის გრიპის ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში და სხვადასხვა ქვეყნებში გაეროს სამშვიდობო და ჰუმანიტარული მისიების მხარდაჭერა.
ნობელის პრემიის ლაურეატებისგან ჯილდო უკვე მიღებული აქვთ ბრიტანელ მუსიკოსს პიტერ გაბრიელს, ამერიკელ მსახიობებს ჯორჯ კლუნის და დონ ჩიდლს და იტალიელ მსახიობს რობერტო ბენინის.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.