მუსულმანმა მორგში ცოლი ვერ ამოიცნო, რადგან სახეზე არასდროს უნახავს

მუსულმანმა მორგში ცოლი ვერ ამოიცნო, რადგან სახეზე არასდროს უნახავს

საუდის არაბეთის მკვიდრს, მუფლეხ მუჰამედს საკუთარი ცოლის ამოცნობა გაუჭირდა.

მუჰამედი, რომლის მეუღლეც ავტოავარიაში დაიღუპა, მორგში ცხედრის ამოსაცნობად მიიყვანეს. არაბი დიდხანს უცქერდა გარდაცვლილს და ბოლოს განაცხადა, რომ მას მეუღლის სახე არასდროს უნახავს და ამიტომ მისი ამოცნობა უჭირს.

მუჰამედმა აღიარა, რომ მისი 5 შვილის დედას, მათი 10-წლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, ქმართან საკუთარი სახის გამოჩენა მუსლიმური წესების გამო არ სურდა. მუჰამედმა ცოლი მაშინ ამოიცნო, როცა დაღუპულს სახეზე ხიჯაბი ააფარეს.

მუსულმანი ქალები ხიჯაბს საკუთარი ნათესავებისა და ქმრების წინაშეც არ იხსნიან. ამის გამო კურიოზული შემთხვევები ხშირად ხდება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს