"ფორბსმა" ყველაზე უცნაური გასაყიდი სახლები დაასახელა

"ფორბსმა" ყველაზე უცნაური გასაყიდი სახლები დაასახელა

ჟურნალმა "ფორბსმა" 2010 წელს გასაყიდად გამოტანილი ყველაზე უცნაური სახლები დაასახელა. აშშ-ში მილიონობით სახლი იყიდება. მათი უმრავლესობა სტანდარტული ნაგებობაა. მაგრამ მათ შორის სრულიად უნიკალური არქიტექტურული პროექტების აღმოჩენაც არის შესაძლებელი.

სახლების რეიტინგი ცნობილმა ჟურნალმა ”ფორბსმა” კომპანიებთან Sotheby's International და Coldwell Banker-თან ერთად შეადგინა.

"ფორბსის" რეიტინგის ავტორებმა ყველაზე ექსტრავაგანტულ სახლად დაასახელეს შენობა, რომელშიც ადრე ბირთვული რაკეტები იყო განთავსებული. სახლი ნიუ-იორკის შტატში მდებარეობს. გარეგნულად შენობა განსაკუთრებული არ არის. თუმცა შიგნით დახვეული კიბეა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიწისქვეშა საცხოვრებელ ბუნკერში აღმოჩნდე. როგორც სახლის მფლობელი ამბობს, მას თავი აგენტი 007 ჰგონია. სახლის მეპატრონე აცხადებს, რომ შენობა რადიოაქტიულად დაბინძურებული არ არის. სახლი-ბუნკერი 2.3 მლნ დოლარად იყიდება.

კიდევ ერთი უჩვეულო სახლი გამოქვაბული-სასახლეა, რომელიც მონტესუმას კანიონშია. საცხოვრებელი, რომელსაც სამი საძინებელი აქვს, ელექტროენერგიითაც არის უზრუნველყოფილი. ელექტროენერგიის გამომუშავება მზის ენერგიის ხარჯზე ხდება. სახლის ღირებულება 675 ათასი დოლარია.

ბაზარზე გასაყიდად გამოტანილია ასევე საცხოვრებელ სახლად გადაკეთებული ყოფილი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობები. მაგალითად, ნიუ-იორკში - ყოფილი სახანძროს შენობა, ჩიკაგოსა და დალასში კი ყოფილი ეკლესია იყიდება.

"ფორბსის" სიაში მოხვდა ჰობიტის სახლი ჰოლივუდში, მაიას ინდიელების ეკლესიის მსგავსი ნაგებობა,  ასევე ფუტურისტული ტიპის ნაგებობა სახლი-სოკო, რომელიც სულ რაღაც 194 ათას დოლარად იყიდება.

მიმოხილვის ავტორები მყიდველს აფრთხილებენ, რომ თუკი მსგავსი სახლების ყიდვა მოუნდებათ, მათ უნდა იცოდნენ, რომ სამომავლოდ ამგვარი სახლის გაყიდვა შესაძლოა გაუჭირდეთ. ასეთი უცნაური სახლები გასაყიდად წლების მანძილზეა ხოლმე გამოტანილი და მფლობელებს მათზე ფასის დაწევა უხდებათ. მიუხედავად ამისა, შარშან უცნაური ობიექტები მაინც გაიყიდა. კუნძულ ლონგ აილენდზე არსებული სახლი, რომელიც ფილმ The Amityville Horror-იდანაა ცნობილი, მლნ დოლარად გასხვისდა. 

მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს