ამაზრზენი დელიკატესები

ამაზრზენი დელიკატესები

აზია თავისი დახვეწილი სამზარეულოთი არის ცნობილი, მაგრამ შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში მეტად უცნაური კერძი შემოგთავაზონ. არ არის გამორიცხული, რომ მათი გასინჯვის სურვილი არ გაგიჩნდეთ. მსგავსი ამაზრზენი კერძები ევროპაში და აშშ-შიც შეგხვდებათ.

ერთ-ერთმა კომპანიამ რძეში ჩამბალი ღორის ტვინის კონსერვების წარმოება დაიწყო.მწარმოებლების თქმით, პროდუქტის გასინჯვით თქვენ აზიური სამზარეულოს მთელს ხიბლს დააგემოვნებთ. ამ კონსერვის 1 ქილა 150 კალორიას, 5 გრამ ცხიმსა და 3500 მილიგრამ ქოლესტერინს შეიცავს, რაც დღიურ ნორმას 1170%-ით აღემატება.

თაგვები ღვინოში: ამ ღვინოს ასე აკეთებენ: ბრინჯის ღვინოს 3 დღის მკვდარი თაგვებით ავსებენ და 1 წლით ხუფავენ. კორეაში ეს დელიკატესი მეტად სასარგებლოდ ითვლება. როგორც ამბობენ, თაგვიან ღვინოს ნავთის გემო დაჰკრავს.

ბალუტი მოხარშული ბატის კვერცხია, რომლის ნაყოფიც გამოსაჩეკად თითქმის მზად არის. მათ ნისკარტი და ბეწვის საფარიც კი აქვთ. ამ კერძს კამბოჯაში მიირთმევენ. ამბობენ, კერძს განსაკუთრებით ტკაცუნა გემოს ბატის ჩამოუყალიბებელი ხრტილები ანიჭებს.

ჰაგისი შოტლანდიის ნაციონალური კერძია. ცხვრის კუჭში მოხარშული გული, ფილტვები და კანი.

მოხარშული ცხვრის თავი: ეს დელიკატესი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშია გავრცელებული. ასევე ირანსა და ერაყშიც. ყაზახეთში კი მის დანაწევრების პატივს ოჯახის უფროსს ანდობენ.

ხაკარლი- ზვიგენის დამპალი ხორცი: ხაკარლი ეს სხვა არაფერია, თუ არა ზვიგენის კარგად დამპალი ხორცი. მას საპირფარეშოს სუნი დაჰკრავს. ვიზუალურად კი ეს კერძი ოთხკუთხედებად დაჭრილ ყველს წააგავს.

ხაკარლი 2 სახეობის არსებობს: ზვიგენის დამპალი კუჭის და ზვიგენის დამპალი ქსოვილის. პირველად გასინჯვისას ადამიანებს ცხვირზე ხელის მოჭერას ურჩევენ, რადგან სუნი გემოზე გაცილებით ძლიერია. ისლანდიაში ამ კერძს ახალ წელს მიირთმევენ ხოლმე. მისი ჭამა ვიკინგების სიძლიერესთან ასოცირდება.

ლიუტეფისკი: ეს კერძი ნორვეგიასა და შვედეთშია პოპულარული. გამხმარ თევზს კაუსტიკურ სოდაში ალბობენ, შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში წყალში. ქიმიური რეაქციის წყალობით, თევზი თითქმის გამჭირვალე ხდება და უსიამოვნო სუნი აქვს.

ვირთხა: ადრე პარაგვაიში ვირთხის ხორცს მარტო სოფლებში თუ ჭამდნენ, მაგრამ ახლა მათ მთელ ქვეყანაში მიირთმევენ. ამბობენ, რომ ვირთხის ხორცი შემწვარი ბატისას გავს. მისი ჭამის შემდეგ რძის დაყოლება ერთგვარი ტრადიციაა.

სანაკჯი, ცოცხალი რვაფეხა კორეაში დელიკატესად ითვლება. რვაფეხას ჭამას თავიდან იწყებენ. ექსტრემალი ადამიანები კი მას ცოცხლად ნაწილ-ნაწილ ჭრიან და ისე მიირთმევენ.

შემწვარი გვინეური გოჭი: პერუსა და ბოლივიაში გვინეური, ანუ ზღვის გოჭი რაციონის განუყრელი ნაწილია. ზღვის გოჭის ხორცი ცოტა ქოლესტერინს შეიცავს და გემოთი კურდღელს მოგაგონებთ.

კაზუ მარზუ: სარდინიაზე წარმოებული ყველია.  კაზუ მარზუ-დამპალ ყველს ნიშავს. ის ცოცხალ მწერებს და მატლებს შეიცავს. მისი ჭამისას თვალების დაცვას გვირჩევენ, რადგან შეიძლება რომელიმე მატლი, ან მწერი თვალში შეგახტეთ.

კივიაკი თოლიებთან ერთად დაკეპილი სელაპია. ეს სუბარქტიკულ ქვეყნებში მცხოვრები ხალხის კერძია. თავმოკვეთილ სელაპს იღებენ და მუცელში მკვდარ თოლიებს ატენიან. 7 თვის მანძილზე ყინვაში დამარილებულს ინახავენ,  შემდეგ თხრიან და მიირთმევენ. მას დაძველებული ყველის გემო აქვს.

შემწვარი ტარანტულები: შეწვამდე მათ შხამიან კბილებს აცლიან. კამბოჯაში შემწვარი ტარანტულები დიდგვაროვნების დელიკატესად ითვლება.

მორიელები: აზიურ ბაზარზე ჩვეულებრივი პროდუქტია. მათ არა მარტო აზიაში, ნიუ-იორკის რესტორნებშიც გემრიელად მიირთმევენ. ამსტერდამში მორიელს ქვეშ ყველს უდებენ და სალათის ფურცლებით რთავენ.

კალიები კამბოჯაში ერთ-ერთი პოპულარული კერძია. მათ აშშ-შიც ჭამენ შემწვარს და ცხლად. ამბობენ კალიებს სოიოს სოუსი და წითელი წიწაკა ძალიან უხდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს