გოგონა, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე 90-ჯერ ჩაიჭრა

გოგონა, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე 90-ჯერ ჩაიჭრა

ბრიტანელი გოგონა მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 90-ჯერ ჩაიჭრა. ეს გამოცდები მას დაახლოებით 3 000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

ბრიტანეთის ყველაზე ცუდი მძღოლების სტატისტიკური მონაცემები, მართვის სტანდარტების სააგენტომ გამოაქვეყნა. 

"რეკორდსმენი" ლონდონის სამხრეთში მცხოვრები 26 წლის გოგოა. ის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაში 90-ჯერ ჩაიჭრა. მართვის მოწმობის ასაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდა ბრიტანეთში 31 ფუნტი ღირს. ტესტის ჩასაბარებლად აუცილებელია 57 წუთში 50 კითხვიდან 43-ს სწორად უპასუხო. თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული გამოცდაა ჩასაბარებელი.

რეკორდსმენი მამაკაცებს შორისაც აღმოჩნდა. ყველაზე მეტჯერ პრაქტიკულ გამოცდაში დასავლეთ მიდლენდში მცხოვრები 39 წლის ბრიტანელი ჩაიჭრა. მამაკაცმა პრაქტიკული გამოცდა 36-ჯერ ვერ ჩააბარა. თუმცა, მას თეორიულ გამოცდასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.   

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს