ჩინეთში ცხვარმა ძაღლის ლეკვი დაბადა. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჩინელი გლეხი ლიუ ნაინაგი ამტკიცებს, რომ მისმა ერთ-ერთმა ცხვარმა ძაღლის ლეკვი გააჩინა.
ლეკვს ცხვრის ბეწვი აქვს, სახე და ბრჭყალები კი ჩვეულებრივი ძაღლის.
ქალაქ სიანის ზოოლოგიური ცენტრის მკვლევარის გუოჩანგის განცხადებით, ძაღლისა და ცხვრის შეჯვარება არ ხდება, ვინაიდან ისინი სხვადასხვა პოპულაციას ეკუთვნიან, მაგრამ ახლად დაბადებული ცხვარ-ძაღლის შემთხვევა უნიკალური, უცნაური და არანორმალური მოვლენაა.