წვენებით მკურნალობა

წვენებით მკურნალობა

განვაგრძობთ "გზის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს წვენების სამკურნალო და პროფილაქტიკურ თვისებებზე.

ვაშლის წვენი

ვაშლის წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს გულის მუშაობას. იგი ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციას, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში; ეფექტიანია ანემიის, ზედმეტი წონის, ვიტამინების დეფიციტის, რევმატიზმისა და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.

ყურძნის წვენი

ყურძნის წვენს აქვს:

* *ანტიტოქსიკური, შარდმდენი, მატონიზებელი, საფაღარათე, ოფლმდენი, ამოსახველებელი მოქმედება;

* *გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის დროს;

* ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას;

* აუმჯობესებს გულის მუშაობას.

* გასათვალისწინებელია, რომ ყურძნის წვენი უკუნაჩვენებია: შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.

* ყურძნის წვენი კიდევ უფრო აუარესებს კარიესული კბილის მდგომარეობას. ამიტომ, მისი მიღების შემდეგ რეკომენდებულია პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლება.

ლიმონის წვენი

მდიდარია C ვიტამინით, აქვს ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური მოქმედება, ეფექტიანია ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს; სისხლში პროთრომბინის დონეს დაბლა სწევს.

გრეიპფრუტის წვენი

* *აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;

* *დაბლა სწევს არტერიულ წნევას;

* *ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციას;

მიიღება: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/4 ჭიქა.

ბროწეულის წვენი

გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ, აგრეთვე პანკრეასის და კუჭ-ნაწლავთა პათოლოგიების დროს.

მიიღება: 1/2-1 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ. გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება, შეკრულობა გამოიწვიოს.

როგორ დავიწყოთ წვენებით მკურნალობა

ჯანმრთელობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ორგანიზმის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისგან. გახსოვდეთ, სხეულში დაგროვილი ნებისმიერი მავნე ნივთიერება აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს.

სანამ სამკურნალო მიზნით წვენის მიღებას დაიწყებდეთ, უნდა გაიწმინდოთ ორგანიზმი. არსებობს ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გასუფთავების სწრაფი და ეფექტიანი მეთოდი.

დილით უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა გლაუბერის მარილის წყალხსნარი (1 ჩ/კ 1 ჩ/ჭ წყალთან ერთად). გამოსული "სიბინძურის" რაოდენობა შეიძლება, 3-4 ლიტრსაც აღწევდეს. ეს ორგანიზმის გამოფიტვას გამოიწვევს, ამიტომ გლაუბერის მარილის მიღებიდან ნახევარ საათში და შემდეგ, ყოველ 20-30 წუთში, უნდა დაიწყოთ 2 ლიტრ წყალში გახსნილი 2 ლიტრი ახალგამოწურული ხილის წვენის (უმჯობესია - ციტრუსის: 6 საშუალო ზომის გრეიპფრუტისა და 3 ლიმონის წვენი 2 ლიტრამდე შეავსეთ ფორთოხლის წვენით) დალევა, სანამ ოთხივე ლიტრს ბოლომდე არ მიიღებთ. ძილის წინ კი გაიკეთეთ ოყნა ­- 2 ლ ოდნავ თბილი წყლით (შეგიძლიათ დაუმატოთ 1-2 ლიმონის წვენი).

ამ პროცედურის გაკეთება საჭიროა ზედიზედ 3 დღის განმავლობაში. შედეგად, ორგანიზმიდან გამოვა დაახლოებით 20 ლ ტოქსიკური "სითხე", რომელიც ამდენივე ტუტე ხსნარით შეიცვლება.

მეოთხე დღიდან უკვე შეგიძლიათ, დაიწყოთ წვენების მიღება.

ქვემოთ მოყვანილი გვაქვს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოსაყენებელი წვენების ნარევის შემადგენლობა და მათი რაოდენობრივი შეფარდება. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს; გაითვალისწინეთ, რომ ყოველი წინა ვარიანტი სჯობს მომდევნოს.

*ალერგია

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6 შეფარდებით;

2) სტაფილოს, ახალი კიტრისა და ჭარხლის წვენი 10:3:3;

3) სტაფილოს წვენი.

*აპენდიციტი

1) სტაფილოს წვენი;

2) სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშისა და ისპანახის წვენი 7:4:2:3.

*არტერიოსკლეროზი

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშისა და ისპანახის წვენი 7:4:2:3;

3) სტაფილო, ჭარხალი და ნიახური 8:3:5.

*ართრიტი

1) გრეიპფრუტის წვენი;

2) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

3) ნიახურის წვენი;

4) სტაფილოსა და ნიახურის წვენი 9:7.

*ასთმა

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) პირშუშხა ლიმონის წვენით (1 ლიმონზე 100 გ პირშუშხა);

3) სტაფილოსა და ნიახურის წვენი 9:7;

4) სტაფილოსა და ბოლოკის წვენი 1:5.

*ბრონქიტი

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოსა და ბაბუაწვერას წვენი 12:4.

*გულის დაავადებები

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3.

*დიაბეტი

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშისა და ისპანახის წვენი 7:4:2:3.

*ვენების ვარიკოზული გაგანიერება

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშისა და ისპანახის წვენი 7:4:2:3.

*თვალის დაავადებები (კატარაქტა და სხვა)

1) სტაფილოს წვენი;

2) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6.

*თიაქარი

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს წვენი.

*თირკმლების დაავადებები

1) სტაფილოს, ჭარხლისა და კირტის წვენი 10:3:3;

2) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6.

*კბილების დაშლა

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ბაბუაწვერასა და ბოლოკის წვენი 11:3:2;

3) სტაფილოს წვენი.

*ლეიკოციტოზი

1) სტაფილოს წვენი;

2) სტაფილოსა და თეთრი ჭარხლის წვენი 13:3.

*ნაღვლის ბუშტის დაავადებები

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3.

*პოდაგრა

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3.

*პოლიომიელიტი

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ნიახურისა და ოხრახუშის წვენი 9:5:2.

*პროსტატის დაავადებები

1) ლიმონის წვენი;

2) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3;

3) სტაფილოს და ისპანახის წვენი 10:6.

*სასქესო ორგანოების დაავადებები

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3.

*სიმსუქნე

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს წვენი;

3) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3.

*სიყრუე

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ნიახურისა და ოხრახუშის წვენი 9:5:2.

*უნაყოფობა

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3;

3) სტაფილოს წვენი.

*ფეხის თითების სოკოვანი დაავადება

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3;

3) სტაფილოს წვენი.

*ღვიძლის დაავადებები

1) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3;

2) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

3) სტაფილოს წვენი.

*ყაბზობა

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3.

*შარდის ბუშტის დაავადებები

1) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3;

2) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6.

ჰემოროი

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშისა და ისპანახის წვენი 7:4:2:3.

*მაღალი წნევა

1) სტაფილოსა და ისპანახის წვენი 10:6;

2) სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი 10:3:3.

"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი

როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ

დედოფალი ლეტიცია და მეგან მარკლი ერთნაირი ქვედაბოლოთი - რომელს უფრო უხდება?