ბუნების 10 საოცრება, რომელიც მალე გაქრება

ბუნების 10  საოცრება, რომელიც მალე გაქრება

ტურისტულმა პორტალმა "Budget Travel"-მა, გაქრობის პირას მისული ბუნების 10 საოცრების ნუსხა გამოაქვეყნა. მათი განადგურების თარიღად მეცნიერები 2030 წელს ასახელებენ.

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

1 ბელიზის ბარიერული რიფი - მნიშვნელოვნად დაზარალდა. მრავალ ადგილას მან მარჯნების 50% დაკარგა, ისინი გაუფერულებას ამ დრომდე განაგრძობენ. ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.

2. კონგოლეზის ღრმული - ეს ამაზონის შემდეგ სიდიდით მეორე მასივია, რომლის ფლორისა და ფაუნის ორი-მესამედი 2040 წლისთვის, გაეროს დასკვნის თანახმად, განადგურდება. მისი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გარემოს დამცველები ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ. ამჟამად ტყეებს ინტენსიურად ჩეხავენ, რადგან ფერმერები პირუტყვისთვის საძოვრის ნაკლებობას განიცდიან. აფრიკაში მაღაროების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს.

3. მკვდარი ზღვა - ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი მოცულობა მესამედით შემცირდა, ზღვის დონემ კი 24 მეტრით დაიკლო. შედეგად დაახლოებით 50 წელიწადში მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს. ამასთან, კოსმეტიკის მწარმოებლები ზღვის ფსკერის მინერალურ მარაგს ანადგურებენ.

4.ევერგლეიდსის ეროვნული პარკი (აშშ, ფლორიდა)-ფლორიდის პარკის ტერიტორია ერთადერთი ადგილია, სადაც ფლორიდული პანტერა ბინადრობს, პარკის მოცულობა უკვე 60%-ით შემცირდა.

5.მადაგასკარი - თუკი ამ აფრიკული სახელმწიფოს ტყეების გადარჩენაზე არ იზრუნებენ, 35 წელიწადში ისინი მთლიანად გაიჩეხება და დაიწვება. მადაგასკარის მკვიდრნი კი დაიღუპებიან.

6. მალდივის კუძულები -თუკი გლობალური დათბობის პროცესი გაგრძელდება, ეს კუნძულები, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ, ჩაიძირება.

7.ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები -გლობალური დათბობა განადგურებით ანტარქტიდის პინგვინების 80%-ს ემუქრება. არქტიკაში ამ ბედს თეთრი დათვებიც გაიზიარებენ. პოლარული ყინულის დადნობასთან ერთად, ეკოსისტემები იღუპებიან. 20-40 წლის შემდეგ ანტარქტიდაში ახალი ყინულის მასივები აღარ შეიქმნება.

8. ვეფხვების პოპულაცია - ვეფხვების ნახევარზე მეტი ინდოეთის ბინადარია. მსოფლიოში მათი რაოდენობა ამჟამად 3200-ია. ვეფხვები, შესაძლოა, 12 წელიწადში მთლიანად განადგურდნენ. მარტო ჩინური ტრადიციული მედიცინის საჭიროებისთვის დღე-ღამეში საშუალოდ თითო ვეფხვს კლავენ.

9.ტაჰუამანუს ჯუნგლები (პერუ) -პერუს პროვინციაში მადრე დე დიოსში წითელი ხის მარაგი მოიპოვება. წითელი ხე ტაჰუამანუს ჯუნგლებში ხარობს. უკანონო ჩეხვის გამო ხეების რაოდენობა დღითიდღე ნადგურდება. მხოლოდ აშშ წითელი ხის 80 %-ს მოიხმარს. ხისგან ავეჯს აწარმოებენ.

10. იანდზის მდინარის აუზი-მკვლევარებმა აღიარეს, რომ ამ რეგიონში არსებული ფლორა და ფაუნა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მაგრამ ტურისტების მიერ დახარჯულმა თანხებმა, შესაძლოა, ბუნება განადგურებისგან იხსნას.

მომზადებულია Budget Travel-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს