სასწაულები, რომლებიც სამყაროს 2020 წელს შეცვლიან

სასწაულები, რომლებიც სამყაროს 2020 წელს შეცვლიან

რა გველის უახლოესი ათი წლის განმავლობაში - ეს შეკითხვა გაუჩნდა ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ Popular Science-ს და თავადვე გასცა პასუხი. მან ჩამოთვალა ის აღმოჩენები, რომლებიც ათი წლის შემდეგ შეცვლიან ცოცხალი არსებების ცხოვრებას.

პირველი ყველაზე დიდი სიახლე იქნება სადგური, რომელსაც რობოტები მთვარეზე რობოტებისთვის ააგებენ. ამ პროექტს იაპონია განახორციელებს, თუმცა მიწისძვრისა და ცუნამის გამო უფრო მეტი დრო დასჭირდება. პროექტი უკვე დაპროგრამებულია და არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ასეთი რთული სამუშაოს ბოლომდე მიყვანას შეძლებს.

მეორე მსხვილი პროექტი, რომელიც 2020 წელს გამოჩნდება, გახდება მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ლონდონსა და პეკინს დააკავშირებს. ის 17 ქვეყანაზე გაივლის და ევროპასა და აზიას გააერთიანებს.

ასევე უნდა განხორციელდეს ორი ამბიციური პროექტი: ავტომანქანები ავტომატური პილოტებით და მფრინავი ავტო, რომლის შემუშავებითაც ამერიკის თავდაცვის სამინისტრო არის დაკავებული.

გარდა ამისა, 2020 წლისთვის ადამიანის ტვინი იმპლანტირებული მიკროჩიპების დახმარებით ტელევიზიის, სმარტფონებისა და კომპიუტერების მართვას შეძლებს, ყველა ეკრანი აღიჭურვება ორგანული სინათლის დიოდებით, კოსმოსში გაფრენა რეალობად იქცევა შეძლებული ადამიანებისთვის, გარდა ამისა, ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, დაახლოებით ამავე პერიოდისთვის შესაძლებელი გახდება ხელოვნური ტვინის შექმნა, რომელიც ისევე შეძლებს იდეების გამომუშავებას, როგორც ადამიანის ტვინი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს