რაზე მეტყველებს მამაკაცის საყვარელი საკვები

რაზე მეტყველებს მამაკაცის საყვარელი საკვები

თანამედროვე იაპონელი მეცნიერების მრავალწლიანი დაკვირვებისა და ევროპელი ფსიქოლოგების კვლევის საფუძველზე გაკეთდა დასკვნები, რომ მამაკაცის ხასიათის ამოცნობა "კუჭის გავლით" შეიძლება.

თევზის კერძების მოყვარული მამაკაცები სიმშვიდითა და გაწონასწო­რებული ხასიათით გამოირჩევიან. ქცე­ვებში თავშეკავებულობა და საზრიანობა კოლეგებისა და მეგობრების პატივისცემის მოპოვებაში ეხმარებათ. ამ ტიპის ადამიანებს თვით სასიყვარულო ურთიერთობებშიც კი სიმტკიცე ახასიათებთ. ასეთი მამაკაცები ოჯახის საიმედო ბურჯნი არიან, თუმცა გარშემო მყოფთა მიმართ რამდენადმე სიცივეს ამჟღავნებენ.

ხილის მოტრფიალენი ემოციურები არიან. მეგობრებს ძალიან ადვილად იძენენ, ამიტომ გარშემო მყოფნი მათ ყუ­რადღებიან, გულისხმიერ და გულშემატკივარ ადამიანებად მიიჩნევენ. მათთვის უცხოა პატივმოყვარეობა და ლიდერობისათვის ბრძოლა (მათ შორის ოჯახშიც). არ უყვართ კონკურენცია და ამიტომ კარიერის გაკეთებას არ ესწრაფვიან. ამჯობინებენ ისეთ პროფესიას, რომელშიც, პირველ ყოვლისა, თავიანთ შემოქმედებით უნარს გამოავლენენ. იმის გამო, რომ ნაკლებ პატივმოყვარენი არიან, ზოგჯერ დაუდევრად იქცევიან. გრძნობებს მგზნებარედ ავლენენ. ქალის გულს საკმაოდ სწრაფად იპყრობენ, თუმცა მათი დიდხანს შენარჩუნება ყოველთვის არ შეუძლიათ.

ხორცის მოყვარულები ტემპერამენტიანები და იმპულსურები არიან. მათთვის საერთოდ დამახასიათებელია როგორც აღმასვლა, ასევე მარცხი კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ იშვიათად აღწევენ წარმატებას, თავიანთი ჩანაფიქრისა და წამოწყების ყოველთვის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლიათ. ასევე მერყევი არიან სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებშიც. "ხორცისმჭამელებს" მიდრეკილება აქვთ განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სი­სტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და­ავადებებისადმი.

ახალი და მოშუშული ბოსტნეულის კერძები მეტად პატივმოყვარე და ძუნწ მამაკაცებს უყვართ. ყოფა-ცხოვრებაში მშვიდობისმოყვარენი არიან და ჰარმონიულ და მუდმივ პარტნიორობას ესწრაფვიან, ამიტომ ოჯახურ ურთიერთობებში სტაბილურობის მო­სურნე ქალებისთვის ჩვეულებრივ სახარბიელო ვარიანტებს წარმოადგენენ. ასეთი ტიპის მამაკაცებს საკუთარ ჯანმრთელობაზე მომეტებული ზრუნვა ახასიათებთ.

ცხიმიანი საჭმელების ფანატები გასაოცრად მკვირცხლები და მოხერხებულები არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. კარიერაში ხშირად სიმაღლეს აღწევენ. ასეთი ტიპის მამაკაცები ძალიან გაწაფულები არიან ფლირტში, ადვილად ახერხებენ ქალების გულის მოგებას ან მათთვის თავგზის აბნევას. ჩვეულებრივ, შესანიშნავი საყვარლები არიან, მაგრამ კარგი მეოჯახეები - იშვიათად.

წიწაკის, ცხარე წვნიანებისა და პიკანტური სანელებლების მოყვარულები კიდევ მეტი თავშეუკავებლობით, მგზნებარებითა და შმაგი ტემპერამენტით გამოირჩევიან. თავგადასავლებისაკენ განსაკუთრებული ლტოლვის დასაკმაყოფილებლად მაღალ რისკთან დაკავშირებულ სამუშაოს ეძებენ. უყვართ მოგზაურობა და სპორტის ექსტრემალური სახეობების დაუფლებას ესწრაფვიან. მათი მთავარი ნაკლია ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი. ამ ტიპის მამაკაცების "პილპილმოყრილი" ხასიათი საწინააღმდეგო აზრის გამოვლენასა და შეკამათებას ვერ იტანს. კონფლიქტები აქვთ არა მხოლოდ უცხო ხალხთან, არამედ ახლობლებსა და ნათესავებთანაც. სასიყვარულო ამბებში ხშირად თავქარიანები და არამტკიცენი არიან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს