ივ სენ ლორანი ჩანთებს ნაგვისგან ქმნის

ივ სენ ლორანი ჩანთებს ნაგვისგან ქმნის

ცნობილი დიზაინერი ივ სენ ლორანი აქსესუარების ლიმიტირებულ კოლექციას წარმოადგენს. კოლექციის ჯეროვნად შეფასებას არა მხოლოდ ფრანგული სახლის თაყვანისმცემლები, ბუნების ყველაზე თავგადაკლული დამცველებიც შეძლებენ.

კოლექციაში სახელწოდებით Muse Two Artisanal შევა აქსესუარები, რომლებსაც დიზაინერი ბამბის ქსოვილისა და პოლიეთილენის პარკების გადამუშავების  შედეგად მიღებული მასალისგან დაამზადებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტრუქტურისგან დამზადებული ჩანთის მფლობელი მხოლოდ 60 ქალბატონი იქნება. კოლექციის რაოდენობა საკმაოდ მცირეა, რადგან მის შექმნაზე დიდი დრო და ენერგია იხარჯება. 60-ივე ჩანთა ხელნაკეთი იქნება. აქსესუარის ღირებულება 1720 აშშ დოლარია.

მომზადებულია news.deport-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს