ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
შრიფტი
11:59 / 26-07-2011
ჩინელი წყვილი ვიდეო-თამაშების გამო შვილებს ყიდდა
ჩინელმა წყვილმა ვიდეოთამაშების გამო 3 შვილი გაყიდა. ლი ლინი და ლი ჯუანი საკუთარი შვილებით 2009 წლიდან ვაჭრობდნენ. როგორც გაირკვა, მათ არ იცოდნენ, თუ კანონს არღვევდნენ. როცა მათ კითხეს, დარდობენ თუ არა ისინი გაყიდულ შვილებზე, ცოლ-ქმარმა უპასუხა: ”ჩვენ მათი აღზრდა არ გვინდა, ჩვენ უბრალოდ, მათი გაყიდვა გვინდა, რათა ცოტაოდენი ფული ვიშოვოთ”.

ხელისუფლების წარმომადგენლებს მომხდარის შესახებ ლი ლინის დედამ შეატყობინა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მის შვილს შვილები გაუყიდია. სად გაყიდეს ბავშვები, უცნობია.

წყვილმა ერთმანეთი 2007 წელს ინტერნეტ-კაფეში გაიცნო. ისინი ერთმანეთს ვიდეოთამაშებისადმი სიყვარულმა
დააახლოვა. 2008 წელს მათ უფროსი შვილი გაუჩნდათ. ბავშვის დაბადებიდან ზუსტად რამდენიმე დღეში მშობლებმა შვილი სახლში მარტო დატოვეს, თავად კი სახლიდან 30 კმ-ში მდებარე ინტერნეტ-კაფეში წავიდნენ.

2009 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა. სწორედ მაშინ გაუჩნდათ იდეა, რომ შვილი გაეყიდათ. ბავშვის სანაცვლოდ, 500 დოლარი აიღეს. თანხა მაშინვე ვიდეოთამაშებში დახარჯეს.

ამის შემდეგ მათ, უფროსი შვილის გაყიდვაც გადაწყვიტეს. ბავშვის სანაცვლოდ წყვილმა 4.600 დოლარი მიიღო. 2010 წელს კიდევ ერთი ბიჭი ეყოლათ და ისიც იმავე ფასად გაასხვისეს.

მომზადებულია eurogamer.net-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
20:39 / 28-06-2017  Image "ზუსტად იმ მომენტში დამაჯარიმა, როცა ბილეთის ყიდვის პროცესში ვიყავი" - ჟურნალისტი კონტროლიორის უმსგავსო ქმედებაზე წერს
"ზუსტად იმ მომენტში დამაჯარიმა, როცა ბილეთის ყიდვის პროცესში ვიყავი" - ჟურნალისტი კონტროლიორის უმსგავსო ქმედებაზე წერს
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49