ჩინელი წყვილი ვიდეო-თამაშების გამო შვილებს ყიდდა

ჩინელი წყვილი ვიდეო-თამაშების გამო შვილებს ყიდდა

ჩინელმა წყვილმა ვიდეოთამაშების გამო 3 შვილი გაყიდა. ლი ლინი და ლი ჯუანი საკუთარი შვილებით 2009 წლიდან ვაჭრობდნენ. როგორც გაირკვა, მათ არ იცოდნენ, თუ კანონს არღვევდნენ. როცა მათ კითხეს, დარდობენ თუ არა ისინი გაყიდულ შვილებზე, ცოლ-ქმარმა უპასუხა: ”ჩვენ მათი აღზრდა არ გვინდა, ჩვენ უბრალოდ, მათი გაყიდვა გვინდა, რათა ცოტაოდენი ფული ვიშოვოთ”.

ხელისუფლების წარმომადგენლებს მომხდარის შესახებ ლი ლინის დედამ შეატყობინა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მის შვილს შვილები გაუყიდია. სად გაყიდეს ბავშვები, უცნობია.

წყვილმა ერთმანეთი 2007 წელს ინტერნეტ-კაფეში გაიცნო. ისინი ერთმანეთს ვიდეოთამაშებისადმი სიყვარულმა დააახლოვა. 2008 წელს მათ უფროსი შვილი გაუჩნდათ. ბავშვის დაბადებიდან ზუსტად რამდენიმე დღეში მშობლებმა შვილი სახლში მარტო დატოვეს, თავად კი სახლიდან 30 კმ-ში მდებარე ინტერნეტ-კაფეში წავიდნენ.

2009 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა. სწორედ მაშინ გაუჩნდათ იდეა, რომ შვილი გაეყიდათ. ბავშვის სანაცვლოდ, 500 დოლარი აიღეს. თანხა მაშინვე ვიდეოთამაშებში დახარჯეს.

ამის შემდეგ მათ, უფროსი შვილის გაყიდვაც გადაწყვიტეს. ბავშვის სანაცვლოდ წყვილმა 4.600 დოლარი მიიღო. 2010 წელს კიდევ ერთი ბიჭი ეყოლათ და ისიც იმავე ფასად გაასხვისეს.

მომზადებულია eurogamer.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს