გერმანიის პროფესიული ეთიკის საბჭომ სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებისგან უამრავი საჩივარი მიიღო. თანამშრომელთა პროტესტის მიზეზი სამსახურში ერთმანეთის გადაკოცნა აღმოჩნდა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის ჰანს-მიხელ კლაინის თქმით, ასეთი ქმედება გერმანელების ნერვებზე უარყოფითად მოქმედებს, ვინაიდან მათთვის კოცნა გარკვეულ ეროტიკულ ასპექტთან ასოცირდება.
საქმიანი ეტიკეტის თანახმად, თანამშრომლები ერთმანეთს 60 სმ დისტანციაზე, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით უნდა ესალმებოდნენ.
საუბარი არ ყოფილა მეგობრებს შორის კოცნის თავისუფალ გარემოში აკრძალვაზე. აი, რაც შეეხება სამუშაო გარემოში გადაკოცნას, ეს არა მხოლოდ გერმანიაში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მიუღებელია.
ამ ეტაპზე ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინება ორგანიზაციების მესვეურთა ნებაზეა დამოკიდებული.
მომზადებულია euromag-ის მიხედვით.