ბრიჯიდ ბარდო ძაღლისთვის დაძინების ნაცვლად, სამუდამო პატიმრობას ითხოვს

ბრიჯიდ ბარდო ძაღლისთვის დაძინების ნაცვლად, სამუდამო პატიმრობას ითხოვს

”ის ცხოველებზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე ადამიანებზე” - ეს იყო მოტივი, რომლითაც ფრანგი მსახიობი კრიტიკის ადრესატი გახდა.

60-იანი წლების კინოვარსკვლავი ბრიჯიდ ბარდო უკვე დიდი ხანია, რაც ცხოველთა უფლებების დასაცავად იბრძვის.

მისი დაცვის ქვეშ ამჯერად ძაღლი, სახელად პრინცი აღმოჩნდა, რომელმაც პატარა გოგონა დაკბინა. შემთხვევა ბოლონიაში მოხდა. ცხოველმა ბავშვს სახე მაშინ დაუმახინჯა, როდესაც ამ უკანასკნელს ეძინა.

პატრონებმა, რომლებმაც ცხოველი სულ სამი თვის წინ შეიძინეს, მხოლოდ ახლა შეიტყვეს, რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა. ძაღლმა ყოფილი პატრონიც დაგლიჯა. სწორედ ამიტომ პრინცის დაძინება გადაწყვიტეს.

თუმცა ბრიჯიდ ბარდო აცხადებს, რომ ”ძაღლს, დაძინების ნაცვლად, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს”.

წერილში, რომელიც ბარდომ ბოლონიის მერს მისწერა, ნათქვამია, რომ გოგონაზე თავდასხმა მართლაც საშინელი ამბავია, მაგრამ ცხოველის სიკვდილს მაინც არ ეთანხმება.

”პრინცი ცუდ პირობებში ცხოვრობდა, ის მოკლებული იყო სხვა ძაღლებთან და ადამიანებთან ურთიერთობას, რამაც მას ნერვები გაუფუჭა. ჩვენ აღვკვეთეთ ადამიანების სიკვდილით დასჯა, რატომ არ ვრცელდება ეს ცხოველებზე?” - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს